სხვა უცნაური მილიონები 2013, 14 აპრილი, 23:59 ![]() გაგიკვირდებათ და უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, პუტინზე და ობამაზე 10 ჯერ და უფრო მეტჯერ მდიდარია! მისი შემოსავალი, ამ ზესახელმწიფოების პირველ პირთა შემოსავლებს, ბევრად აღემატება! ![]() რითი იშოვა იანუკოვიჩმა მილიონები?! ![]() არც არაფერი განსაკუთრებულით, უბრალოდ ___ წიგნები დაწერა! ![]() ნაწერი კი ჟურნალისტებმა გაუკრიტიკეს... მანამდე საკითხი ღრმად შეისწავლეს და უკრაინულმა გამოცემამ "კვირის სარკე"__ შედეგი საჯარო გახადა! აღმოჩნდა რომ იანუკოვიჩს ფულს, არა გამომცემლები არამედ ტიპოგრაფია უხდის! თან საკმაოდ სოლიდურ თანხებს __ ყველა ჰონორარი 6 ნულით ბოლოვდება! ![]() მხოლოდ 2011 წელს იანუკოვიჩმა 2 000 000 დოლარი მიიღო წიგნებისთვის: "ერთი წელი ოპოზიციაში", "ერთი წელი მთავრობაში", "დაბრკოლებების გადალახვა", "როგორ უნდა იცხოვროს უკრაინამ ამიერიდან"... ![]() დამფინანსებლებმა არც ავანსი დაიშურეს "ახალბედა მწერლის" წასახალისებლად და საკმაოდ გულუხვადაც გაისარჯნენ ___15, 5 მილიონი გრივენი გადაუხადეს იანუკოვიჩს გასულ წელს ___ მუზა არ გაგიჯიუტდესო! ![]() მადა აღძრული მუზა კი "მოედინება", შემოსავალი იზრდება, დაწერილი წიგნები კი არ სჩანს ___ არც ბაზარზე და არც ბიბლიოთეკებში... კაცმა არ იცის რა ხდება იანუკოვიჩის თავს, ვერც მე ჩავწვდი საქმის არს და ჭეშმარიტად კახურად, დარბაისლურად __ ხელი ჩავიქნიე! ![]() – ___ ჩორტ ივო ზნაეტ! 136 20-ს მოსწონს 4-ს არა
|