x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ციდან ჩამოფრენილი ყველაზე უცნაური საგნები

imageყველამ ვიცით, ციდან რა შეიძლება წამოვიდეს და რა დაგვეცეს: წვიმა, თოვლი, სეტყვა და სხვა.მაგრამ ხანდახან ციდან ყოვლად წარმოუდგენელი საგანიც შეიძლება ჩამოვარდეს.1) ჩესტერში, სამხრეთ კაროლინა, რძიანი წვიმა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, საქმე იმაშია, რომ ქალაქის შორიახლოს იყო მშრალი რძის ფხვნილის ქარხანა "Cremora", მათი გამწოვ სისტემას პრობლემები ჰქონდა, ამიტომ ხშირად რძის მტვერის ღრუბლები ცაში ადიოდა, შემდეგ კი რძიანი წვიმის სახით მოსახლეობას ზედ ეცემოდა.2) მერი ფულერი და მისი 8 წლის ბიჭუნამ ნამდვილი კოშმარი გადაიტანეს, როდესაც მათ ავტომობილს ციდან ჩამოფრენილი ადამიანი დაეცა.როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო ერთ-ერთ მგზავრის გვამი, რომელიც ჰაერში შეჯახებული თვითმფრინავების შედეგად ჩამოვარდა.მთლიანად კატასტროფის შედეგად 144 ადამიანი დაიღუპა.3) იაპონიაში ორი მეგობარი ნავით მდინარეზე თევზაობდა, როდესაც მათ მოულოდნელად ძროხა დაეცა თავზე და ნავი ჩაუძირა.საბედნიეროდ მეთევზეები გადარჩნენ.ეს ისტორია ყველასთვის დაუჯერებელი და წარმოუდგენელი იყო, თუმცა მოგვიანებით ВВС-ის რუსულმა რედაქციამ გადმოსცა, რომ ძროხა საჰაერო ტრანსპორტით გადაჰყავდათ, ვერტმფრენში ცხოველმა საშინელი დებოში ატეხა, რაც ფრენისთვის სახიფათო იყო და იძულებულები გახდნენ გადმოეგდოთ.4)ბაყაყების წვიმა იშვიათი არაა, როდესაც ძლიერი ტორნადო ხვეტავს ყველაფერს, ქარბორბალა წყლიდან ისტურავს, ცხოველებს ასტყორცნის ცაში, ხოლო როდესაც ყველაფერი დაწყნარდება ბაყაყები "წვიმის" სახით უბრუნდებიან დედამიწას.5)კოლუმბიაში, ქალაქ ლა-სიერა ჩოკოს მაცხოვრებლები შემაძრწუნებელი სანახაობის მოწმენი გახდნენ, ციდან სისხლიანი წვიმა მოდიოდა, ადგილობრივმა მღვდელმა ეს ცოდვილთათვის ღმერთის გამოგზავნილ ნიშნად მიიჩნია.ანალიზით დამტკიცდა, რომ ეს ნამდვილად სისხლი იყო, თუმცა მიზეზი დღემდე დაუდგენელია.6)სიმღერისა არ იყოს, ციდან მწვანე დოლარები სცვიოდეს, ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე დაფიქსირდა, მიზეზი სხვადასხვა იყო, საფრანგეთის ქალაქ ბურჟეში და ა.შ.შ- ჩიკაგოში, ანალოგიური დაფიქსირდა ინგლისშიც -1968 და 1975 წლებში.

1
83
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
83
  
2013, 14 აპრილი, 17:24
ძალიან საინტერესო იყო
0 1 1