x
მეტი
  • 24.07.2024
  • სტატია:136141
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510396
როგორ გადავარჩინოთ პლანეტა? - 20 მარტივი რამ, რაც ყველას შეუძლია გააკეთოს
image



პლანეტა დედამიწის ეკოლოგიის შენარჩუნებაში წვლილის შეტანა არც ისე რთულია, როგორც ჩანს. ამ 20 მარტივი მეთოდით ეკოლოგიურ მოძრაობაში ჩართვას შეძლებთ.



შეიძინეთ ტანსაცმელი მეორად მაღაზიებში

image

1 კგ ქსოვილის წარმოებით ატმოსფეროში გამოიყოფა 23 კილო სათბურის აირი. კიდევ ერთი ფაქტი: შეძენილი ტანსაცმლის ნახევარზე მეტი იყრება შეძენიდან 1 წლის განმავლობაში. უარი თქვით დაუფიქრებელ მოხმარებაზე – ნივთი, რომელიც ვიღაცას მობეზრდა, სხვას კიდევ შეიძლება ემსახუროს.



შეიძინეთ ჩაი პაკეტის გარეშე


image

საქმე იმაშიც არ არის, რომ მსოფლიოში პლასტმასის წარმოება არ გაიზარდოს. პრობლემა უფრო სერიოზულია: ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ჩაის პლასტმასის პაკეტები პლასტმასის მილიონობით მიკრონაწილაკს ტოვებს თქვენს ჭიქაში. კარგი მიზეზია, რომ ჩაი ჩაიდანში მოადუღოთ.



კვირაში ერთი დღე ხორცზე უარი თქვით

image

საქონლის გამრავლება ხორცის მისაღებად ბევრ რესურსს მოითხოვს. 1 კგ ხორცის მისაღებად საჭიროა დაახლოებით 7 კგ მარცვლეული და მინიმუმ 2000 ლიტრი წყალი. დაზოგეთ ეს რესურსები!



გადადით ბატარეიდან აკუმულატორზე

image

ერთი გადაგდებული ბატარეა წამლავს მიწას ირგვლივ ათობით მეტრის მანძილზე. აკუმულატორის გამოყენებით გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრს დაზოგავთ.



შეამცირეთ რეცხვის ტემპერატურა

image

ჩართეთ სარეცხი მანქანა, როცა ბოლომდე გაივსება და რეცხვის ტემპერატურა შეამცირეთ მინიმუმ 10 გრადუსით. ასე წელიწადში დაახლოებით 15 000 ლიტრ წყალს დაზოგავთ. გარდა ამისა, ტანსაცმელი თოკზე დაკიდეთ და ისე გააშრეთ, საშრობი მანქანა არ გამოიყენოთ.



ჩააბარეთ ლითონის საკიდები გადასამუშავებლად

image



გამოიყენეთ ბიოდეგრადირებადი შემავსებელი კატის ტუალეტისთვის

image

კატის მფლობელები მთელ მსოფლიოში იყენებენ რამდენიმე მილიონ ტონა შემავსებელს კატის ტუალეტისთვის მთელი წლის განმავლობაში. თუ თითოეული მათგანი გამოიყენებს ბიოდეგრადირებად შემავსებელს (მაგ., ბენტონიტური თიხა), პლანეტაზე არადეგრადირებადი ნარჩენების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.



გამორთეთ გაჯეტები

image

გამორთეთ გაჯეტები როზეტიდან მათი გამოყენებისას და თავად გაგიკვირდებათ, რამდენ ელექტროენერგიას დაზოგავთ.



შეამცირეთ მონიტორის სიკაშკაშე

image

ეს ეკრანიდან კითხვაში ხელს არ შეგიშლით, სამაგიეროდ ელექტროენერგიას კარგად დაზოგავთ.



შეცვალეთ სანთებელა ასანთით

image

ყოველწლიურად იყრება დაახლოებით 1, 5 მილიარდი ერთჯერადი სანთებელა. მათი უმეტესობა ნაგავსაყრელში ხვდება, სადაც მათი პლასტმასის კორპუსის დაშლას საუკუნეები დასჭირდება. უარი თქვით სანთებელაზე ასანთის სასარგებლოდ, რომელიც ადვილად და სწრაფად იშლება.



შეცვალეთ საშხაპე სისტემის თავი

image

თანამედროვე სარწყავი აერატორები წელიწადში 35 000 ლიტრამდე წყლის დაზოგვაში გვეხმარება. ასე გარემოს დაცვას და ბიუჯეტის დაზოგვას შეძლებთ.



გარეცხეთ მანქანა ავტოსამრეცხაოში

image

ავტოსამრეცხაოს მფლობელები დაინტერესებულნი არიან ხარჯის შემცირებით, ამიტომ წყალს მაქსიმალურად ზოგავენ. ამერიკელებმა გამოთვალეს, თუ მთელ ქვეყანაში უარს იტყვიან მანქანების დამოუკიდებლად რეცხვაზე, წელიწადში რამდენიმე მილიარდი წყლის დაზოგვას შეძლებენ.



ჩართეთ ფუნქცია „ავტომატური გამორთვა“

image

ელექტრო მოწყობილობებში ჩართეთ ავტომატური გამორთვის ფუნქცია. ასე ელექტროენერგიას დაზოგავთ და ტექნიკაც უფრო დიდხანს გემსახურებათ.



მხარი დაუჭირეთ გარემოსდამცველებს

image

აუცილებელი არ არის იყოთ ეკოაქტივისტი, საკმარისია დაეხმაროთ ეკოაქტივისტებს. აირჩიეთ ორგანიზაცია, რომელიც ბუნების შენარჩუნებაზე ზრუნავს, და ცოტათი დაეხმარეთ.



დახურეთ ბუხრის საფარი

image

შემოდგომაზე სოფლის სახლში ჯდომა და ბუხარში ცეცხლის ყურება კარგია. როცა ბუხარი ჩაქრება, საფარის დახურვა არ დაგავიწყდეთ. ასე დიდხანს შეძლებთ ბუხრის სითბოთი ტკბობას და დიდხანს არ მოგიწევთ გამათბობლის ჩართვა.



გაფილტრეთ სპამი!

image

სპამისგან დამცველი ფილტრები არა მხოლოდ მოსახერხებელია, არამედ ეკოლოგიური. ექსპერტების აზრით, წაკითხვამდე სპამების წაშლით რამდენიმე მილიონი კილოვატი ელექტროენერგიის დაზოგვას შეძლებთ.



უარი თქვით ამანათის სწრაფ მიწოდებაზე

image

–დღეს უფრო მეტს ვყიდულობთ და გვსურს შესყიდვის სწრაფად მიღება, – ამბობს მიგელ ჰალერი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, სპეციალისტი სატრანსპორტო სისტემის კვლევაში, – ეს იწვევს გზებზე მეტ მანქანას და ჰაერში მეტი გამონაბოლქვის გაჩენას. ნუ შეუწყობთ ხელს ამ პროცესს! ონლაინ შეკვეთისას მეტი ამანათი შეაგროვეთ და უარი თქვით სწრაფ მიწოდებაზე, თუ ამის გადაუდებელი საჭიროება არ არის.



მოუსმინეთ მუსიკას ოფლაინ

image

ონლაინ მუსიკის მოსმენა მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. მოუსმინეთ უკვე გადმოწერილს – ამ გზით დაზოგავთ ელექტროენერგიაზე და პლანეტაზე ელექტროენერგიის წარმოების შემცირებაში წვლილს შეიტანთ.



შეიძინეთ ეკოლოგიურად სუფთა კბილის ჯაგრისი

image

ხის ან ბამბუკის კბილის ჯაგრისი კარგი საშუალებაა პლასტმასის წარმოების შესამცირებლად, რადგან ყოველწლიურად პლანეტაზე დაახლოებით 4 მილიარდი პლასტმასის ჯაგრისი იყრება.



შეიძინეთ ეკოლოგიურად სუფთა საფენები

image

სანამ ბავშვი ქოთანზე გასვლას ისწავლის, მშობლები მას 5–დან 8 ათასამდე საფენს უცვლიან. ეს არ ნიშნავს, რომ მშობლები ეკოლოგიურ ჩვრებზე უნდა გადავიდნენ. თუმცა საფენის არჩევისას დააკვირდით, არის თუ არა ბიოდეგრადირებადი. დეგრადირებადი საფენები ეკოლოგიურად შეგნებული მშობლის არჩევანია!

0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
34