x
image
კიხოდი
აქსელ როუზი-“გაიღვიძე..სიკვდილის დროა”
image

უილიამ აქსლ როუზი ამერიკელი მუსიკოსი, ჯგუფის განზ-ენ-როუზიზი ლიდერი და წამყვანი ვოკალისტი. 1962 წლის 6 თებერვალს, აქსელ როუზი დაიბადა ლაფაიეტში, ინდიანას შტატში.უილიამი წამოშიბით შოტლანდიელ-გერმანელია.5 წლის ასაკიდან იგი მღეროდა საეკლესიო გუნდში.ის ორი წლის იყო, როცა მამამ მიატოვა. დედა მეორედ გათხოვდა და შვილებს ახალი ქმრის გვარი ბეილი მისცა. აქსელს ჰყავს ნახევარ-და ემი და ძმა სტიუარტი. აქსლი იხსენებს, რომ მას და მის და-ძმას მამინაცვალი ფიზიკურად უსწორდებოდა. 17 წლამდე ეგონა რომ ბეილინამდვილი მამა იყო, როდესაც სიმართლე შეიტყო, ნამდვილი გვარი - როუზი დაიბრუნა

კარიერა 1979 წელს დაიწყო. ცნობილია როგორც მზიმე როკ-ჯგუფისფრონტმენი(მთავარი ვოკალისტი).
ის ჯგუფში დაკავებული იყო:ვოკალი, ფორტეპიანო, კლავიშებიანი ინსტრუმენტები, პერკუსია, დასარტყამი ინსტრუმენტები, სინთეზატორი, გიტარა.

16 წლის ასაკში იგი თმის შეჭრაზე უარის გამო გამოაგდეს
სახლიდან.შემდეგ იგი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, 1986 წელს როუზმა ოფიციალურად დაირქვა სახელი აქსელ როუზი . იგი ჯერ იყო ვილიამ როუზი ხოლო შემდეგ შეირქვა ფსევდონიმი ექსელი რაც'oral sex'ს ნიშნავს .



დაპატიმრებული იყო დაახლოებით 20-ჯერ. მიზეზი კი ყველაზე ხშიირად ნასვან მდგომარეობაში ჩხუბი იყო. ყველაზე
სერიოზული შემთხვევა იყო 2006 წელს, როდესაც, მან უკბინა დაცვას ფეხზე, მთვრალ მდგომარეობაში. ამის გამო იგი დააპატიმრეს და ფულის $6000 გადაიხადა.



image


80-იანი წლბის მიწურულს მომღერალ დონ ევერლის ქალიშვილ ერინთად ჰქონდა რომანი.

image

ეს გოგონა ჯგუფის კლიპში sweet child o mine-იც არის გადაღებული.

წყვილმა1990 წელს იქორწინა ლას ვეგასში. ერინი ამტკიცებდა რომ როუზი სახლში მიადგა და თავის მოკვლით დაემუქრა თუ ცოლად არ გაყვებოდა. ერინს შემდეგ მუცელი მოეშალა რაც აქსელმა მძიმედ გადაიტანა. ამის შემდეგ იგი მეზობლისთვის ღვინის ბოთლის გადამტვრევის გამო დაიჭირეს. შემდეგ წყვილი ოფიციალურად 1991 წლის იანვარში დაშორდნენ.
შემდეგ იგი ყოფილ ცოლს ყვავილებს გამუდმებით უგზავნიდა ხოლო ერინმა ამის გამო სასამართლოში უჩივლა ემოციური ზეწოლისთვის. 1991-93 წლებში როუზი მოდელ სტეფანია
სეიმურსაც ხვდებოდა რომელიც "ნოემბრის წვიმაშიც" გადაიღეს. შემდეგ ქალმა როუზს ფიზიკურ ძალადობაშიც დასდო ბრალი. აქსელი სამი წლის განმავლობაში მოდელ ჯენიფერდრაივერს ხვდებოდა ხოლო მოგვიანებით 2006 წელს მას მოდელ საშა ვოლკოვასთან
ჰქონდა რომანი.


ექსელმა ბევრი ჯგუფი გამოიცვალა ჯერ იყო L.Aguns, holywood roses ხოლო Guns N' Roses.


ჟურნალ Hit Parader მა ექსლი დაასახელა ყველა დროის საუკეთესო მეტალ ვოკალისტად, ხოლო ჟურნალ როლინგ სთოუნის ყველა დროის 100 საუკეთესო ვოკალისტის სიაში, მან 64 ადგილი დაიკავა.

ცნობილი ჯგუფის „Guns N’ Roses” ლიდერი აქსელ როუზი მძიმე პიროვნებაა. მას კოლეგებთან უსიამოვნება არაერთხელ
ჰქონია. მუსიკოსს ჟურნალისტებთანაც დაძაბული ურთიერთობა გააჩნია.ექსელს ჰქონდა კონფლიქტი ნირვანას სოლისტ კურტ კობეინთან როდესაც ემთივის დაჯილდოებაზე მის ცოლს კორტნი ლავს მიაყენა შეურაწყოფა.ცნობილია სცენაზე გამომწვევი ჩაცმითა და საქციელით, ასევე უხეში ინტერვიუებით.

.ექსელ როუზის ინტერვიუები:

“ხანდახან შენი მეგობრები არიან შენი შეყვარებულები, ან იყვნენ ერთ
დროს”

“მე ვიცი, შემიძლია ეკეთესად გავაკეთო”

“მათ (ფანებს) არ უყვართ როდესაც ვეუბნები რომ არ მეკუთვნიან მე. ხანდახან მე თვითონაც არ ვეკუთვნი ჩემს თავს”

“გაიღვიძე….სიკვდილის დროა”

“შიში იქ არის სადაც სიყვარული არ არის და სიყვარული არის
როდესაც შიში ქრება”

“ჩვენ შექმნილი ვართ ორი კონტრასტული სრულყოფილებისგან-შიშისაგან და სიყვარულისაგან. აირჩიე ერთ-ერთი და იცხოვრე”

“მე ვიყენებდი ინტერნეტს მაგრამ დავიღალე იქ ჩემზე ამდენი სისაძაგლის წაკითხვით. ინტერნეტი ერთი დიდი სანაგვე ყუთია”

"მე ვხვდები, მე მომწონს ის ვინც ახლა ვარ. უბრალოდ მინდა რომ
მქონდეს ცოტათი მეტი შინაგანი სიმშვიდე, მაგრამ ალბათ ეს
ყველას მოუნდებოდა”


image

Guns N' Roses — ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, 1985 წლის მარტში, Hollywood Rose-ის წევრების, ექსლ როუზის (ვოკალი), იზი სტრედლინის (რითმ-გიტარა) და L.A. Guns-ის წევრების, ტრესი განზის(წამყვანი გიტარა), ოლე ბეიჩის (ბასი) და რობ გარდნერის (დასარტყამი ინსტრუმენტები) მიერ. ექსლი ორივე ჯგუფის წევრი იყო, ხოლო ტრესი განზი - მხოლოდ მეორე ჯგუფის. კოლექტივის განსაკუთრებული სტილი აერთიანებდა ჰარდ როკს, ბლუზს, პანკს და მუსიკის სხვადასხვა სტილს თანამედროვე პოპულარულ ჰევი მეტალთან.მას შემდეგ, რაც ტრესი განზმა და რობ გარდნერმა ვერ მოახერხეს ჯგუფის ერთ-ერთ პირველ შოუზე გამოსვლა, ექსლმა და იზიმ მიიწვიეს გიტარისტი სლეში და მისი საუკეთესო მეგობარი, დრამერი სტივენ ადლერი. ლოს-ანჯელესისკენ მიმავალ გზაზე მათ დაწერეს სიმღერა Welcome to The Jungle, რომელიც შემდგომში ჯგუფის ერთ ერთ ჰიტად იქცა.ჯგუფის მენეჯერი გახდა ალან ნივენი.ალბომის ყდის პირველი გაფორმება, ეკუთვნოდა რობერტ უილიამსს.Sweet Child O' Mine არის ალბომის მეორე სინგლი. იგი დაწერილია ექსლ როუზის მიერ. მან ეს სიმღერა თავის მეგობარ გოგონას და მომავალ ცოლს, ერინ ევერლის მიუძღვნა.image


ინციდენტებმა, როგორიც Appetite for Destruction-ის ტურნეს დროს მოხდა, ჯგუფს შესძინა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო მუსიკალური კოლექტივის სახელი. 1988 წლის გაზაფხულზე Guns N' Roses-ის გამოსვლის დროს 100.000 ადამიანმა სცენასთან ახლოს მისვლა დაიწყო.შედეგად წარმოიშვა ჭყლეტა, რომელსაც ორი ფანი ემსხვერპლა.ამ ინციდენტის შესახებ ჯგუფმა არაფერი იცოდა, ამიტომ კონცერტი არ შეუწყვიტავთ. ამის გამო, მედიამ ისინი საჯაროდ დაადანაშაულა.

მაკ-კეგანი, სლეში, სტრედლინი და ადლერი ხშირად იყვნენ შემჩნეულნი ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ როგორც სცენაზე, ისე მის მიღმა.


ჯგუფის შემდეგი ალბომი იყო G N' R Lies, რომელიც გამოვიდა 1988 წელს და მუსიკალურ ჩარტებში მეორე ადგილი დაიმკვიდრა. იგი შეიცავდა Live?!*@ Like a Suicide-ში შესული ოთხი სიმღერის ჩანაწერს ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს - ოთხ აკუსტიკურ სიმღერას. სიმღერაში One in a Million ნახსენები იყო ისეთი სიტყვები როგორიცაა niggers; უხეშად იყვნენ მოხსენიებულნი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები. ამან დიდი კრიტიკა გამოიწვია, განსაკუთრებით ექსლ როუზის მიმართ, რომელიც რასიზმში დაადანაშაულეს. მუსიკოსი უსაფუძვლოდ მიიჩნევდა ამ კრიტიკას რადგან, თავად სლეში, მისივე ჯგუფის წევრი, ნახევრად შავკანიანი იყო. იგი ამბობდა, რომ ეს სიმღერა ასახავდა სხვადასხვა პრობლემებს, მათ შორის რასიზმსაც.


1990 წელს სტივენ ადლერს კოკაინთან და ჰეროინთან დიდი პრობლემები ჰქონდა ამიტომ 1990 წლის აგვისტოში სტივენს ჯგუფი დაატოვებინეს. იგი შეცვალეს Cult-ის ყოფილი დრამერით, მეტ სორუმით. რამდენიმე თვის შემდეგ კოლექტივს დაემატა პიანისტი დიზი რიდი. იგი იყო ჯგუფის მეექვსე წევრი. 1991 წლის მაისში Guns N' Roses-მა დაითხოვა მენეჯერი ალან ნივენი, რომელიც დაგ გოლდშტეინით ჩაანაცვლა.

ჯგუფმა 1991 წლის 17 სექტემბერს გამოუშვა ორი დისკისგან შემდგარი ალბომი, Use Your Illusion I და Use Your Illusion
II.

1991 წლის 2 ივლისს, მისურის შტატში, რივერპორტის ამფითეატრში, გარეთ ექსლ როუზი სცენიდან ხალხში გადახტა, რათა ერთ-ერთიმსმენელისთვის ვიდეო კამერით კონცერტის გადაღება აეკრძალა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ეს ადამიანი იყო ჟურნალისტი, რომელსაც კონცერტის გადაღების უფლება არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ექსლი სცენაზე აიყვანეს, როუზმა კონცერტი ასეთი სიტყვებით დაასრულა : I'm going home. მან მიკროფონი დაახეთქა და სცენა დატოვა. ზოგიერთ ფანს ეგონა, რომ ექსლმა მიკროფონი ვიღაცას ესროლა. თუმცა სლეშმა განაცხადა: მან მიკროფონი ძირს დააგდო, ასე რომ ჩვენ აქედან მივდივართ. გაბრაზებულმა ხალხმა არეულობა მოაწყო, რის შედეგად იყვნენ დაშავებულნიც.როუზი დაადანაშაულეს ამ ინციდენტის გამო, თუმცა მისი დაკავება პოლიციამ ერთი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, რადგან ჯგუფი ტურნეს აგრძელებდა.

ამ პერიოდში რითმ გიტარისტმა იზი სტრედლინმა დატოვა ჯგუფი, ექსლთან და სლეშთან გაუგებრობის გამო. იგი შეცვალეს გილბი კლარკით.Guns N' Roses-მა მონაწილეობა მიიღოფრედი მერკურისადმი მიძღვნილ კონცერტში უემბლის სტადიონზე, სადაც ორი სიმღერა 1992 წლის აგვისტოში, მონრეალის ოლიმპიურ სტადიონზე კონცერტის დროს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Guns N' Roses სცენაზე გამოჩნდა.ტექნიკური პრობლემების გამო მუსიკოსებს საკუთარი ხმა არ ესმოდათ. გარდა ამისა, ექსლს, როგორც თავადა განაცხადა, ვოკალთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა - შედეგად ჯგუფს სცენა შედარებით ადრე დაატოვებინა. ამან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ფანებმა არეულობა მოაწყვეს - ატრიალებდნენ მანქანებს, ამტვრევდნენ შუშებს, ადგილობრივ მაღაზიებს ანგრევდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ.ამავე წელს 1992 წლის ბალადა November Rain ჯგუფმა შეასრულა ელტონ ჯონთან ერთად.


1993 წელს გილბი კლარკს მოტოციკლით მგზავრობისას უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა, რის გამოც ჯგუფს მისი დროებითი შემცვლელი ესაჭიროებოდა. იზი Guns N' Roses-ს შეუერთდა და 5-მდე კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

1994 წელს გილბი კლარკმა დატოვა ჯგუფი, რადგან ექსლი გრძნობდა, რომ მისი გამოცდილება სიმღერების წერისა არ იყო საკმარისი ჯგუფის მომავალი პროექტისთვის.ამავე წელს ჯგუფმა ჩაწერა როლინგ სტოუნზის სიმღერისSympathy for the Devil ქავერ ვერსია ფილმისთვის ინტერვიუ ვამპირთან.

1995 წლის დასაწყისში ოზი ოსბორნის გიტარისტმა ზაკ უაილდმა განაცხადა, რომ ექსლის პირადი თხოვნით იგი შეურთდა ჯგუფს ერთკვირიანი რეპეტიციისთვის.ამავე წელს სლეში შეცვალა Nine Inch Nails-ის ყოფილმა გიტარისტმა რობინ ფინკმა.1997 წელს მეტ სორუმს ექსლმა ჯგუფი დაატოვებინა. სორუმი ამტკიცებდა, თითქოს პოლ ტობიასმა ცუდად ახსენა სლეში. დაფ მაკ-კეგენმა 1998 წელს ასევე ოფიციალურად დატოვა ჯგუფი.


ექსლ როუზმა ახალ ალბომზე მუშაობა პირველად 1993 წელს დაიწყო და დაწერა სიმღერა This I Love.


1999 წელს გიტარისტმა რობინ ფინკმა დატოვა ჯგუფი 2000 წელს მისი ადგილი დაიკავა გიტარისტმა ბაკეტჰედმა. დრამერი ჯოშ ფრიზი შეცვალა ბრაიან მანტიამ. რობინ ფინკი 2000წელსვე უკან დაბრუნდა. Guns N' Roses-ის ხელახალი დებიუტი სცენაზე შედგა 2001 წლის იანვარში, ორი კონცერტით. ექსლ როუზმა განაცხადა: ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვის სანახავადაც მოხვედით და ვინც გიყვართ, დღეს ჩვენთან ერთად აქ არ არის. მიუხედავად იმისა, თუ რა გესმით და რას კითხულობთ. ეს ადამინები (გულისხმობს ჯგუფის ახალი შემადგენლობის წევრებს) მთელი ძალისხმევით მუშაობდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. მეც ისეთივე გულნატკენი და იმედგაცრუებული ვარ, როგორც თქვენ. ჩვენ ვერ შევძელით, Oasis-ის მსგავსად ერთად გაგვეგრძელებინა მუშაობა.

2002 წელს პოლ ტობიასმა ჯგუფი დატოვა.იგი შეცვალა რიჩარდ ფორტუსმა.

2004 წლის მარტში ბაკეტჰედმა ჯგუფი დატოვა

2004 წლის მარტში Geffen Records-მა გამოუშვა ჯგუფის საუკეთესო სიმღერების კრებული Greatest Hits. როუზმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან ამ ალბომში შესული სიმღერების სია არ იყო შეთანხმებული მასთან. იგი შეეცადა ამ ალბომის გამოცემადაებლოკა და Geffen Records-ს უჩივლა.

2006 წელს კონცერტები იმითაც გამოირჩეოდა, რომ აქ პირველად იღებდა მონაწილეობას ჯგუფის ახალი წევრი, გიტარისტი რონ თალი.

2006 წლის დეკემბერში ექსლმა ფანებს განუცხადა, რომ ჯგუფის მენეჯერი მერკ მერკურიადისი აღარ იყო.

2010 წლის მაისში ექსლ როუზმა უჩივლა ყოფილ მენეჯერ ირვინ აზოფს, რომელიც, მისი თქმით, ალბომის გამოსვლამდე იტყუებოდა პრესაში, თითქოს ჯგუფი აპირებდა გრანდიოზული ტურის მოწყობას სხვა ცნობილ კოლექტივთან.როუზი ასევე ამტკიცებდა, რომ აზოფმა ალბომის პრომო-კამპანია არასწორად წარმართა და რამდენიმე კონცერტიც სწორედ საორგანიზაციო პრობლემების გამო ჩაიშალა. ამით, როგორც ექსლი ამტკიცებდა, იგი მას აიძულებდა, აღედგინა კოლექტივის პირველი შემადგენლობა და ჩაეტარებინა საკუთარი ტური.

2010 წლის 1 სექტემბერს დუბლინში ჯგუფმა 90 წუთით დაიგვიანა. მეორე სიმღერის Welcome to the Jungle შესრულებისას ექსლმა შეაჩერა მუსიკოსები და გააფრთხილა მაყურებელი, რომ ბოთლის სროლის შემთხვევაში, კოლექტივი დატოვებდა სცენას. მეოთხე სიმღერის შესრულებისას ბოთლი მაინც იქნა ნასროლი და მუსიკოსებმა სცენა დატოვეს.

Guns N' Roses-ის მუსიკაში შერწყმულია ჰევი მეტალი და კლასიკური როკ-ენ-როლი. მათ დღევანდელ მუსიკაში იგრძნობა ისეთი მუსიკალური სტილის ელემენტები, როგორიც Nine Inch Nails-სა და მსგავს ჯგუფებს აქვთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Nine Inch Nails-ის ყოფილი გიტარისტი, რობინ ფინკი დღეს Guns N' Roses-შია.

GunsN' Roses-ის იმიჯსა და მუსიკალურ სტილზე დიდი გავლენა იქონია ჯგუფმა Hanoi Rocks. ექსლ როუზის თქმით, ჯგუფზე ასევე უდიდესი გავლენა იქონია Queen-ის, როლინგ სტოუნზისა და AC/DC-ს შემოქმედებამ. 1987 წლის ალბომზე, მისი თქმით, აეროსმითის გავლენაც იყო.

ჯგუფის სიმღერების ტექსტების დიდი ნაწილის ავტორი
ექსლ როუზია.1980-იან წლებში Guns N' Roses-მა მეტალში შემოიტანა უფრო სერიოზული, ემოციური, ხანდახან კი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მუსიკა. ჯგუფის როკ-ენ-როლური სტილი სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი ამერიკული ახალგაზრდობის გემოვნებისგან, რომელიც ორიენტირებული იყო ალტერნატივაზე, ელექტრონულ მუსიკასა და ჰიპ-პოპზე.


ვოკალისტი ექსლ როუზი კრიტიკის საგნად იქცა მას შემდეგ, რაც ჯგუფი დაიშალა. მუსიკალური კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ მას, კლასიკური შემადგენლობის დაშლის შემდეგ, ახალი შემადგენლობით მოღვაწეობა აღარ უნდა გაეგრძელებინა.

2012 წლის დასაწყისში Guns N' Roses წარდგენილი იქნება როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.ამერიკული როკ-ჯგუფის
" Guns N'Roses" ის სოლისტი ექსელ როუზი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტად დაასახელეს. ამას მოწმობს გამოკითხვის შედეგები, რომელიც მუსიკალურმა საიტმა MusicRadar ჩაატარა.


































0
387
1-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0