ქალი როგორ გავაქროთ სახიდან დაღლილობის ნიშნები. 2013, 13 აპრილი, 19:24 დატვირთული დღის რეჟიმის შემდეგ, ჩვენს სახეზე შეიმჩნევა დაღლილობის ნიშნები.რა უნდა ვქნათ, რომ სახის კანს ჯანმრთელი ელფერი დაუბრუნოთ.ამისათვის შეგვიძლია დავამზადოთ, ოჯახურ პირობებში, რამოდენიმე სახის ნიღაბი და პრობლემაც მოგვარებულია. ავიღოთ ვაშლი. გავთალოთ და გავხეხოთ, შეურიოთ უცხიმო ხაჭო 2 ს/კ და წავისვათ სახეზე გავიჩეროთ 20 წუთი შემდეგ კი ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. ავიღოთ კანგაცლილი პომიდორი, გავხეხოთ შეურიოთ არაჟანი 1ს/კ და ჰერკულესი 1ს/კ წავისვათ სუფთა სახეზე და გავაჩეროთ 20 წუთი შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.ასევე შეიძლება 1ს/კ არაჟანი შეურიოთ ნებისმიერ გახეხილ ხილს და ისიც გავიჩეროთ 20 წუთი სახეზე ეფექტს ნამდვილად მალე შევამჩნევთ. 381 4-ს მოსწონს
|