კინო მარიამ დ'აბო-ქართული წარმოშობის ინგლისელი მსახიობი 2013, 13 აპრილი, 11:53 მარიამ დ'აბო გენერალი გიორგი კვინიტაძის შვილიშვილია, რომელიც 1921 წელს, საბჭოთა ინტერვენციის შემდეგ საფრანგეთში ემიგრაციაში გაემგზავრა.დედა ნინო კვინიტაძე(დაბ.1920წ.) ცოლად გაჰყვა ჰოლანდიელ პეტრ კლოდ დ'აბო-ს. მარიამი დაიბადა 1960 წლის 27 დეკემბერს ლონდონში, 11 წლის ასაკში გადაწყვიტა მსახიობი გამოსულიყო.სწავლობდა ლონდონის დრამის სკოლაში.მისი დებიუტი შედგა 1983 წელს ფანტასტიკურ-საშინელებათა ფილმში "XTRO".მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა ბონდიანის სერიალმა, 1987 წელს გადაღებულ ფილმმა "ნაპერწკლები თვალებიდან"(The Living Daylights), სადაც იგი კარა მილოვის როლს ასრულებს, ვიოლონჩელისტი და სნაიპერი, რომელსაც ჯეიმს ბონდი შეუყვარდება.1988 წელს NBC-ზე გადის მეცნიერულ ფანტასტიკური მინი-სერიალი "რაღაც იქიდან"(Something is Out There) ), სადაც მარიამი ტარას როლს თამაშობდა.ამის შემდეგ მარიამი იღებდა მონაწილეობას კიდევ რამდენიმე ფილმში, მაგალითად ბრიტანულ კომედიაში"ლეონის ღორის ფერმა" (Leon the Pig Farmer-1992), მონაწილეობდა სატელევიზიო შოუებში, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა მაინც 1987 წელს ჯეიმს ბონდის ფილმმა მოუტანა.მარიამი 2003 წელს ცოლად გაჰყვა ბრიტანელ ოსკარის ნომინანტს, ფილმების დირექტორს ჰიუ ჰადსონს. ფილმოგრაფია: 1983 : Xtro 244 5-ს მოსწონს
|