x
image
SnowRider
როგორ ჩავრთოთ ინტერნეტი მობილურში
imageმობილური ტელეფონს პირადი კონტაქტების დამყარების გარდა, სხვა უამრავი საინტერესო ფუნქცია გააჩნია. მაგალითად: მელოდიების, თემების, ფოტოების, ვიდეო კლიპების და თამაშების გადმოწერა.

იმისათვის რომ თქვენ ისარგებლოთ ამ ფუნქციებით, თქვენს ტელეფონს უნდა ჰქონდეს WAP/GPRS ტექნოლოგიების მხარდაჭერა. თუ როგორ უნდა ჩართოთ თქვენი მობილური ინტერნეტში.

image



თუ თქვენ ხართ მაგთის აბონენტი, მაშინ :


1. უნდა დარეკოთ თქვენი მობილურიდან ნომერზე: 443-927-937.


2. ავტომოპასუხის ჩართვის შემდეგ თქვენს ტელეფონზე მიიღებთ SMS-ს. პირველი მოსვლისთანავე უნდა წაშალოთ, ხოლო მეორე უნდა შეინახოთ (save as).


3. SMS-ის შენახვის შემდეგ, რამდენიმე წუთით უნდა გამორთოთ მობილური ტელეფონი.


4. მობილურის ჩართვის შემდეგ თქვენ ავტომატურად ჩაგერთვებათ WAP/GPRS- ინტერნეტი.


5. მაგთის აბონენტებს WAP/GPRS- სერვისის ჩართვა 2 ლარი დაგიჯდებათ.


image

თუ თქვენ ხართ ჯეოსელის ან ლაი-ლაის აბონენტი, მაშინ:
1. უნდა დარეკოთ ნომერზე: 928


2. ოპერატორი, თქვენ გადმოგზავნით WAP/GPRS ინტერნეტის - საინსტალაციო SMS-ს. რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ.


3. SMS-ის მიღების შემთხვევაში, რამდენიმე წუთით უნდა გამორთოთ მობილური. ხელახლა ჩართვის შემდეგ, თქვენ ავტომატურად ჩართული იქნებით WAP/GPRS - ინტერნეტში.

ინტერნეტში ჩართვა უფასოა ჯეოსელის აბონენტებისთვის.

3
2954
9-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
2954
  
რა ღირს ჯეოსელის ინტერნეტის ჩართვა?
2013, 16 აპრილი, 15:31
დიდი ხანია მაქვს ჩართული:)
2013, 10 აპრილი, 14:57
ამ სტატიას შევინახავ, გამომადგება
0 1 3