x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ულამაზესი მსახიობი

imageმადრიდში, 8 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ესპანელი მსახიობი, სარა მონტიელი, რომელსაც "შანტაკრელის დედოფალს"(ფილმში, რომელშიდაც მსახიობი მონაწილეობდა და უდიდესი პოპულარობა მოუპოვა) უწოდებდნენ და მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მსახიობს.დაიბადა ქალაქ კაპტო დე კრიპტანაში 1928 წელს, 11 წლისა იყო, როდესაც სიმღერის კონკურსში გაიმარჯვა, შემდეგ დაამთავრა მუსიკალური აკადემია.1944 წელს პირველად გადაიღეს ფილმში, კარიერა წარმატებული იყო, გადაიღეს 14 ფილმში, ამასთანავე გამოუშვა დისკი და პარალერულად კონცერტებს მართავდა.შემდეგ მსახიობი მექსიკაში გაემგზავრა და იქ 7 წლის განმავლობაში 13 ფილმში იქნა გადაღებული, შემდეგ უკვე ჰოლივუდი, კონტრაქტი Columbia Pictures-თან და სუპერვარსკვლავის სტატუსი.მსახიობი მთლიანად 75 ფილმში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ყველაზე დიდი წარმატება ფილმებმა "შანტეკლიერის დედოფალმა"(La reina del Chantecler-1962) და "კასაბლანგა-ჯაშუშების ბუდემ"(Noches de Casablanca -1963) მოუტანა. ხოლო მისი არაჩვეულებრივი სასიმღერო მანერის გამო მსოფლიო ჰიტებათ იქცა მისი შესრულებით "Contigo aprendí" და "Bésame mucho".სარა მონტიელს უამრავი პრიზი ჰქონდა გადაცემული, მათ შორის ესპანეთის კინოხელოვნების აკადემიის ოქროს მედალი, უამრავი სხვა ქვეყნების ჯილდოებიც აქვს აღებულიც, მათ შორის საბჭოთა ჯილდოც.მის მშობლიურ ქალაქში კაპტო დე კრიპტანაში გახსნილია მსახიობის და მომღერლის მუზეუმი, იგი ოთხჯერ იყო გათხოვილი, ბოლოს 73 წლის ასაკში გათხოვდა, იგი კუბელ ოპერატორ 38 წლის ანტონიო ერნანდეს გაჰყვა ცოლად.გამოცემული ჰქონდა ორი წიგნი-მემუარი:"იცხოვრო სიამოვნებით"(2000წ.) და "სარა და სექსი(2002წ).image image image

0
367
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0