სხვა ოდრი ჰეპბერნის შვილი დედას იხსენებს 2013, 9 აპრილი, 21:13 როდესაც ვიხსენებთ XX საუკუნის ყველაზე მომხიბვლელ ქალს, სქელი წარბებითა და თმის განსხვავებული ვარცხნილობით, ჩვენ გვიჭირს, მოვუძებნოთ სათანადო ეპითეტი მის სილამაზეს.
წიგნის "ოდრი რომში" გამოსვლამდე, მისი შვილი ლუკა დოტი, რომელიც ამ წიგნის ავტორია, აღიარებს, რომ ოდრის თავი ლამაზად არასოდეს მიაჩნდა. "მან კარგად იცოდა თავისი ნაკლოვანებები: იგი ამბობდა, რომ დიდი ცხვირი და ზედმეტად გრძელი ფეხები აქვს, რომ ძალიან გამხდარია და მკერდიც პატარა აქვს. ხანდახან იგი იხედებოდა სარკეში და გაკვირვებული ამბობდა, რატომ მთვლის ხალხი ლამაზ ქალად? "
ლუკამ დედამისის სილამაზის ფენომენი ასე ჩამოაყალიბა:
"მისი სილამაზის ფენომენი-ეს მისი ყველა დეფექტის ჰარმონიული კავშირია."
თავად ოდრის შეხედულება სილამაზეზე შემდეგი იყო: "ქალის სილამაზე არა მის გარეგნობაშია, არამედ მისი სულში. ეს ის არის, რასაც ქალი ამჟღავნებს მზურუნველობაში და ვნებაში. 248 5-ს მოსწონს
|