მხატვრობა ნაგვისგან გაკეთებული ლინდსი ლოჰანის პორტრეტი 2013, 9 აპრილი, 20:06 ამერიკელმა მხატვარმა ჯეისონ მეისირმა გადაწყვიტა თავის კუმირის, მსახიობის და მომღერლის, ლინდსი ლოჰანის პორტრეტი ნაგვისგან შეექმნა.მან ამისთვის გამოიყენა ცარიელი ბოთლები, სიგარეტის ნამწვავები, საკრედიტო ბარათები და სხვა ათეულობით გამოუსადეგარი საგნები.ყველაფრის შეგროვების შემდეგ მხატვარმა შექმნა მსახიობის პორტრეტი.მან თავის ნამუშევარს გლამურული და ბუნტარული უწოდა და იმედი აქვს, რომ ლინდსი მაღალ შეფასებას მისცემს ნახატს და თავის საძინებელში დაკიდებს.შეიძლება ვიფიქროთ, რომ ნაგავი ნამდვილად შემთხვევით არ შეურჩევია მხატვარს, ლინდსი ლოჰანმა ხომ ფაქტიურად ხელოვნებით კი არა, სკანდალებით გაითქვა სახელი, ანუ იმ "ნაგავით", რითაც მხატვარმა შექმნა ის. 34 6-ს მოსწონს
|