სიახლეები ახალი მომაკვდინებელი ვირუსის საფრთხე 2013, 8 აპრილი, 22:16 მსოფლიო ახალი ვირუსის გავრცელების საფრთხის ქვეშაა.ჩინეთი პანიკამ მოიცვა გადამფრენ ფრინველებში ახალი ვირუსის აღმოჩენამ, რომლითაც უკვე სულ მცირე 24 ადამიანი დაავადდა და მათგან 7 გარდაიცვალა.H7N9 მუტაციაგანცდილი ვირუსია და ფრინველიდან პირდაპირ გადადის ადამიანზე.ჩინეთში უკვე 100 000-მდე გადამფრენი ფრინველი გაანადგურეს, ეპიდემიის რისკის შესამცირებლად.ასევე დაიხურა ფრინველებით მოვაჭრე თითქმის ყველა მაღაზია და სუპერმარკეტი.ფრინველების მეშვეობით ვირუსი სწრაფად გავრცელებადი შეიძლება აღმოჩნდეს.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, აუცილებელია ფრინველთა გამოკვლევა მსოფლიო მასშტაბით მოხდეს. საზღვრებზე კონტროლის დაწესებით ეპიდემიის თავიდან აცილება შეუძლებელი გახდება, რადგან ვირუსის ძირითადი მატარებლები და ადამიანებზე მათი გავრცელების მთავარი წყარო ფრინველები არიან, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაიკლ ო'ლირიმ პეკინში გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მეცნიერები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმ გამოცდილებისა, რომელიც მსოფლიომ წინა წლებში მიიღო ფრინველის გრიპთან საბრძოლველად, ახალი ვირუსის გავრცელება არ არის გამორიცხული, იგი მხოლოდ კვლევის პროცესშია და არაა დადგენილი ზუსტად რა ტიპისაა და რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს რეალურად. 227 5-ს მოსწონს
|