x
image
კიხოდი
ფრედი მერკური "მე არ მინდა ვიყო უბრალო ვარსკვლავი, მე ვიქნები ლეგენდა"



image
მერკური დაიბადა ზანზაბარის კუნძულზე, ტანზანიაში 1964წლის 5 სექტემბერს.გაიზარდა ინდოეთში, ამიტომ იგი შერაცხეს ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ ვარსკვლავად.
მერკური არამხოლოდ ნიჭიერი მუსიკოსი, არამედ შესანიშნავი მსახიობიც იყო. ის უზომოდ შრომისმოყვარე, ძალიან თავდაჯერებული და მიზანსწრაფული იყო. დროის შეგრძნება პრაქტიკულად არ ჰქონდა. ამ ყველაფერს ხელს კი ის უწყობდა, რომ იგი არაერთი ნიჭით იყო დაჯილდოვებული. ის შესანიშნავად ფლობდა საკუთარ სხეულს. მისი პლასტიკა მოწოდების სიმაღლეზე იყო. ყველაფერთან ერთად ფრედი გამოირჩეოდა ფეთქებადი ხასიათით და როცა რამე არ გამოსდიოდა მოთმინებას კარგავდა.


''თავისი პირველი სიმღერა ფრედიმ 12 წლის ასაკში დაწერა. ეს იყო "I'm Going To The Top"(მე მაღლა მივიწევ). მოგვიანებით თავის ინტერვიუში ფრედი იტყვის, რომ ამ სიმღერამ მისი მომავალი იწინასწარმეტყველა.
სკოლაში მან ჩამოაყალიბა პოპულარული ჯგუფი, რომელსაც „The Hectics ერქვა, იგი ფორტეპიანოზე უკრავდა. 1969 წელს მან ჩამოაყალიბა ჯგუფი „Ibex, რომლის სახელი მალევე გადაკეთდა „Wreckage"-ად. ჯგუფი დაიშალა. 1970 წლისთვის იგი შევიდა „Sour Milk Sea შემადგენლობაში, რომელიც ასევე დაიშალა.


ფიზიკის სტუდენტმა ბრაიან მეიმ გადაწყვიტა როკ-ჯგუფის შექმნა. მას მხარი აუბეს ყოფილმა სტომატოლოგიურის სტუდენტმა როჯერ ტეილორმა და ხელოვნების მიმართულების სტუდენტმა ტიმ სტაფელმა. სწორედ ეს 3 ადამიანი იყო ჯგუფ "Smile-ის" წევრი.
ფრედი მერკური (რომელიც ჯერ კიდევ ნამდვილი სახელით ფაროჰ ბულსარა იყო ცნობილი) ამ ჯგუფის დიდი მოყვარული იყო და შესთავაზა მათ უფრო ფართო სცენაზე გასვლა. ფრედი მოგვიანებით შეუერთდა Smile-ს, შეუცვალა სახელი და სასცენო ფსევდონიმი, "მერკური" აირჩია. Queen ეს სახელწოდება მერკურიმ ასე ახსნა: ''ეს სახელი მარტივია, მაგრამ ის დიდებულად და გრაციოზულად ჟღერს. ის ერთმნიშნვნელოვანია, ამიტომაც არავის ერქმევა'' (ბრიტანული როკ-ჯგუფი, დაარსებული ლონდონში 1971 წელს. მასში შედიოდნენ: ფრედი მერკური (ვოკალი, ფორტეპიანო), ბრაიან მეი (გიტარები, ვოკალი), ჯონ დიკონი (ბას გიტარა) და როჯერ ტეილორი (დასარტყამი ინსტრუმენტები, ვოკალი)).Queen-ის ძირითადი ლოგოც ფრედი მერკურმა შექმნა, ჯგუფის წევრების ასტროლოგიური ნიშნებისა და სხვა სიმბოლიკის გამოყენებით. ეს პირველი ალბომის გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ყველა სიმბოლოს თავისი მნიშვნელობა აქვს: ორი ლომი ჯონს და როჯერს აღნიშნავს, კიბორჩხალა - ბრაიანს, ორი ფერია კი - ფრედის .

image


მათი პირველი სინგლი "Keep Yourself Alive" რადიოს ეთერში არ გაუშვეს. არც პირველ ალბომს დაუმსახურებია მოწონება. პირიქით, მას დიდი კრიტიკა მოჰყვა. ჯგუფმა ფაქტობრივად ფიასკო განიცადა.


ჯგუფი იყენებდა სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს, როგორიც არის ვოდევილი, გოსპელი, ელექტრონული მუსიკა და ფანკი.ჯგუფის წარმატების მთავარი გასაღები მათი მრავალფეროვნება იყო. ისინი თავიანთი შესრულებული ჰარდ-როკით, ნებისმიერი ჯგუფის ჰევი-მეტალს უთანაბრდებოდნენ. ასეთივე წარმატებით უკრავდნენ დისკოს. "Another One Bites The Dust", "Under Pressure". ისინი ქმნიდნენ საოცარ ფუტურისტულ ხმებს მაგალითად "Radio
Ga Ga", და როკ-ბალადებს "It's A King Of Magic", "The Are The Days Of Our Lives".

მთლიანი ისტორიის მანძილზე გამოვიდა ჯგუფის 18 ალბომი, მთლიანობაში გაიყიდა Queen-ის 150 მილიონ დისკზე მეტი ასლი.2001 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
მისი კარიერის განმავლობაში მას Queen-თან ერთად შესრულებული აქვს 700-მდე კონცერტი.
სინგლი "ბარსელონა" სექტემბერში გამოვიდა და ესპანეთში 10000 ცალი სამ საათში გაიყიდა.

მერკურმა დაწერა ჩვიდმეტიდან ათი სიმღერა ალბომიდან „Greatest Hits : Bohemian Rhapsody, Seven Seas of Rhye, Killer Queen, Somebody to Love, Good Old-Fashioned Lover Boy, We Are the Champions, Bicycle Race, Don't Stop Me Now, Crazy Little Thing Called Love და Play the Game, ამ ალბომში შეტანილი იყო Queen-ის საუკეთესო ჰიტები.

მერკური მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ეპატაჟური იყო. მან 1976 წელს გამართულ კონცერტზე გაოცებაში მოიყვანა ლონდონური პუბლიკა, როცა სცენაზე საცვლისამარა და შავი ლაქით წარსდგა.

image

ერთი წლის შემდეგ კი ნიუ-იორკი აღფრთოვანებაში მოიყვანა მისმა თამამმა გამოსვლამ, როცა მან სცენაზე ტანსაცმელი შემოიხია და აქაც საცვლისამარა დარჩა.

image


რამოდენიმე ამონარიდი მისი ინტერვიუებიდან:

"ჩემგან ინტერვიუს აღება გსურთ? კარგით რა, ნუ გააკეთებთ სისულელეს."

"ჩვენ არავის ვბაძავთ - ჩვენ ჩვენა ვართ მხოლოდ - "ქუინი". ვფიქრობ, მრავალფეროვნება ერთ-ერთი დიდი ღირსებაა. ჩვენ არ ვართ მხოლოდ მძიმე როკის სტილის ჯგუფი. იმედია მსმენელიც იგივეს ფიქრობს. ჩვენს რეპერტუარში მძიმე როკს მხოლოდ 10 პროცენტი შეადგენს"

"ბევრს ჰგონია, რომ ყველა პოპულარული ვარსკვლავი სატვირთო მანქანის ყოფილი მძღოლი

უნდა იყოს და დაკვრა მხოლოდ "შემოსავლის წყაროს" გამო ისწავლოს"

" ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ჯგუფი. რაც დრო გადის, ჩვენ უფრო ძველმოდურები


ვხდებით, მაგრამ ჯანდაბა დღევანდელობას, გაუმარჯოს ხვალინდელ დღეს!"

„ რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი მყავს, რომლებამც იციან როგორი ვარ სინამდვილეში. ერთადერთი რაც არ მინდა, არის ის, რომ გაზეთებმა წერონ : "ოჰ, ის შესანიშნავი ადამიანია". ადამიანის უმეტესობის მსგავსად, ჩემი სულიც მედალივითაა. მას 2 მხარე აქვს. ერთი დადებით, მეორე უარყოფითი. „


„მე არ მსურს სამყაროს შეცვლა. ჩემთვს მთავარი ბედნიერებაა. როცა ბედნიერი ვარ ეს ჩემ ნამუშევარზე აისახება. მერე საქმეს არანაირი ბოდიში არ უშველის. ყველა ადამიანმი ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის უნდა მიისწრაფვოდეს. გააჩნია ვის როგორ გამოსდის.“

„როცა მსმენელის წინაშე დგახარ, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გააკეთო რაც მოგესურვება. ვერ ვიტან, როცა ცდილობენ პუბლიკაზე მორგებას, ისე, როგორც ამას ხმის ჩამწერი სტუდიები აკეთებენ.ჩვენ არასდროს ვიმუშავებთ პუბლიკის მოთხოვნაზე. ხალხი თვითონ გააკეთებს არჩევანს.არასდროს გვეშინოდა იმის რასაც ვაკეთებდით და არ ვყვებოდით მოდას. იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარი მარკა გვაქვს. მარკა- Queen“

„ცხადია, ყოველი არტისტი იმედოვნებს, რომ მისი შრომა დაფასდება. მე მსმენელისგან მაქსიმალური აღიარება მსურდა, თუმცა არასდროს მეშინოდა იმის, რომ ჩემი ალბომი არ გაიყიდებოდა. ამ შემთხვევაში უნდა ადგე და სხვა გააკეთო. „

„ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ ფული დაგეხმარება მის შეძენაში.“

„თუ სიკვდილი ხვალ მიწერია, არ ვიდარდებ. მართლა ყველაფერი გავაკეთე რისი გაკეთებაც შემეძლო.“

„რას გავაკეთებ 20 წლის შემდეგ? მკვდარი ვიქნები. ეჭვი გეპარებათ?„



მიუხედავად იმისა, რომ მერკური ყველაზე ექსტრავაგანტული როკ ვარსკვლავი იყო, როცა საქმე რაიმე პირადულს ეხებოდა ის საკუთარ თავში ჩაკეტილი და მორცხვი ხდებოდა.
ფრედის ძალიან უყვარდა ბომბეი. ის ხშირად სეირნობდა და დიდ დროს ატარებდა მის ქუჩებში. პატარა ბიჭმა წმინდა პეტრეს სახელობის ინტერნატში ჩააბარა, რომელიც 50 მილის დაშორებით იყო ბომბეისაგან. აქ მან გაიცნო თავისი ცხოვრების პირველი სიყვარული გიტა ბარუჩა (Gita Bharucha.)
1970-იან წლებში მერკურის გრძელვადიანი ურთიერთობა ჰქონდა მის გერფლენდ მერი აუსტინთან (რომელიც ბრაიან მეიმ გააცნო). იგი მასთან ერთად დიდ ხანს ცხოვრობდა. 1970-აინები წლების შუაში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მერკური მას იხსენიებდა მის ერთადერთ ნამდვილ მეგობარად. ისინი ერთმანეთს ენდობოდნენ. ფრედი მერის შვილის - რიჩარდის მამინაცვალიც იყო.აღსანიშნავია, რომ სიმღერა "love of my life" სწორედ მას მიუძღვნა.image


1980 წლიდან გამოიკვეთა მისი არეული ორიენტაცია 24-25 წლის ასაკში - იგი გატაცებული იყო მამაკაცებით. სიკვდილამდე ექვსი წლის განმავლობაში ჯიმ ჰიუტონთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც დალაქი იყო და მზრუნველობით უვლიდა ფრედის ავადმყოფობისას.მანამდე მას არანაირი გადახრა არ ჰქონია. ფრედის ძალიან მოეწონა მიუნხენი. იქ 2 წელი იცხოვრა და ბევრი მეგობარიც შეიძინა.როგორც ნიუ-იორკი, ასევე მიუნხენი იყო გეი-კულტურის მექა. ფრედის მოსწონდა თავისუფლება. უყვარდა ისეთი ადგილები, სადაც გააკეთებდა ყველაფერს რაც მოესურვებოდა და არავინ განიკითხავდა.ჩვეულებრივ მერკური თავისი პირადი ცხოვრების ამ მხარეს ყოველთვის ჩრდილში ტოვებდა და არ უყვარდა მასზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ არა მიუნხენში.აქ მერკურიმ შეძლო ყოფილიყო ის რაც იყო. მას უყვარდა სიცოცხლით სავსე რაიონში ყოფნა რასაც ''ბერმუნდის სამკუთხედს'' უწოდებდნენ აქ მრავლად იყო ხალხმრავალი კლუბები ჰომოსექსუალთათვის.
მაკი იხსენებს: '' ვფიქრობ მიზეზი თუ რატომ დადიოდა ფრედი ასე ხშირად მიუნხენში, მაღალგანვითარებული გეი-კულტურა იყო. აქ ის თავს ისე გრძნობდა, როგორც დედამიწის ვერცერთ კუთხეში ვერ იგრძნობდა.
თუმცა მერი ოსტინი მერკურის ყველაზე დიდი სიყვარული იყო, მიუხედავად მისი არეული ორიენტაციისა, მის
დიდ სიყვარულს მერის მიმართ ისიც ამტკიცებს, რომ ფრედის სურდა მისი საფლავი უცნობი ყოფილიყო, ამიტომ მოითხოვა კრემაცია და
მისი ფერფლის მერი ოსტინისთვის გადაცემა, მისი გარდაცვალების შემდეგ მას ეს სურვილი შეუსრულეს.


ფრედის ჰობი მუსიკასთან ერთად ხატვაც გახლდათ.ფრედი მერკური ჯიმი ჰენდრიქსის ფანი იყო და ესეც მისი ერთ-ერთი ნახატი-

image

მისი სხვა ნახატები

image

imageimageimage

მერკურის ექიმებმა 1987 წლის გაზაფხულზე შიდცის დიაგნოზი დაუსვეს, მან 1991 წლის 23 ნოემბერს განცხადება გააკეთა, რომ იგი იტანჯებოდა შიდსისგან. და 24 საათის შემდეგ ამ განცხადებიდან 1991 წლის 24 ნოემბერს იგი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რომელიც გართულებული იყო უკურნებელი სენის გამო. იმისდა მიუხედავად, რომ იგი არცერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო, დაკრძალეს ზოროასტრული წესის მიხედვით.(ზოროასტრიზმი ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა, )1991 წელს მერკური გარდაიცვალა ბრონქოპნევმონიის დიაგნოზით.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა-პაპარაციმ, რომელმაც ფრედის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაუღო ფოტო განაცხადა:‘’არც კი ვიცი მაქვს თუ არა მისი ფოტოს გამოქვეყნების მორალური უფლება. მას ფოტო გადავუღე მაისურში და ჯინსებში იყო გამოწყობილი. თვალებს არ ვუჯერებდი. ის ძველი მერკურის მხოლოდ აჩრდილიღა იყო. გამხდარი და ფერმკრთალი. ხალხი ქუჩაში მას ვერც კი სცნობდა.’’ (ამ პერიოდში ფრედი მერკურის აღარ ადარდებდა მასზე მონადირე პაპარაცები.)

უზარმაზარ საწოლში საყვარელი კატის გვერდით. ფრედი მერკურიმ სამუდამო სიმშვიდე მოიპოვა.სიცოცხლე 24 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე დაასრულა.
"იმისთვის, რომ ვიყო მარადის შენთან ჩემი სიყვარულით"
ეს წარწერა ქონდა ფრედი მერკურის განსასვენებელ
ყუთს, რომელშიც კრემაციის შემდეგ მოათავსეს მისი ფერფლი და მის მეგობარ გოგონას მერი ოსტინს გადასცეს.

1
872
2-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
872
  
2013, 17 აპრილი, 16:48
სტატიაში ტექნიკური შეცდომაა,მერკური 1946წლის 5 სექტემბერს დაიბადა,და 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.
0 1 1