პოლიტიკა როგორ გააწბილა "რკინის ლედიმ"რუსეთი საქართველოს არჩევით 2013, 8 აპრილი, 16:56 ახლახანს გახდა ცნობილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრი "რკინის ლედი" მარგარეტ ტეთჩერი გარდაიცვალა.იგი 11 წელი ხელმძღვანელობდა დიდ ბრიტანეთს და 87 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.ის იყო ერთადერთი ქალბატონი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იდგა ქვეყნის სათავეში.90 - იან წლებში იგი ლორდთა პალატის წევრი გახდა და ბარონესას წოდებაც მიენიჭა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში მარგარეტ ტეთჩერი საბჭოთა კავშირს სტუმრობდა, რასაც წინ უძღოდა მისი მხრიდან საბჭოთა კავშირის მკაცრი გაკრიტიკება, რის გამოც მას " რკინის ლედი" შეარქვეს.(ეს იმ დროინდელ სამყაროში სენსაცია გახდათ, რადგან არც ერთი კაპიტალისტური ქვეყნის და მით უმეტეს დიდი ბრიტანეტის პირველი პირი არ ანებივრებდა ამ მხრივ "წითელ ქვეყანას").
მოსკოვში მყოფ დიდ ქალბატონს ქვეყნის რუკა დაუდეს და არჩევანის წინაშე დააყენეს, თუ სად ისურვებდა მოგზაურობას მოსკოვის შემდეგ.რა თქმა უნდა ამ დიდი ვიზიტისთვის ლენინგრადი, ამჟამინდელი პეტერბურგი ემზადებოდა, როგორც მეორე ქალაქი იმდროინდელ საბჭოურ სივრცეში.დიდ ქალბატონს კი თითით თბილისი და საქართველო მოუნიშნავს ყველასთვის გასაოცრად?!...
სულ რამდენიმე საათში მოემზადა საქართველო "რკინის ლედის" მისაღებად?!... ამ ინფორმაციამ კულუარულად გამოჟონა მაშინდელ სინამდვილეში, ხოლო რაც შეეხება ფაქტს- დიდი ბრიტანეთისპრემიერ - მინისტრის საქართველოში ვიზიტს, ეს ფაქტი მსოფლიო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. მარგარეტ ტეთჩერი იყო ერთადერთი პრემიერ - მინისტრი, და პირველი პრემიერი, 2007 წელს რომელსაც სიცოცხლეშივე ბრიტანეთის პარლამენტში მონუმენტი დაუდგეს. 244 29-ს მოსწონს
|