სხვა გაიგე __ როდის მოკვდები! 2013, 8 აპრილი, 16:12 ცნობილია რომ ადამიანის ორგანიზმს აქვს ბიო რიტმი. დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში ეს რიტმი ორგანიზმს აიძულებს სამყაროსთან ჰარმონიაში იმუშავოს მუდამ.. მრავალჯერ თქმულა, თუ რა დიდი გავლენა ექნებოდა ადამიანის ყოფასა თუ ფსიქიკაზე, დედამიწის თუნდაც 1 საათით ბრუნვის შენელებას ან მომატებას, მისი რამოდენიმე გრადუსით დახრის კუთხის ცვალებადობას, თუ ასევე ტემპერატურულ ცვლილებას___ თუნდაც რამოდენიმე გრადუსით.. ჩვენი ორგანიზმი სამყაროს მიკრო მოდელია და ამიტომ ყველაფერი ერთმანეთთან მიზეზშედეგობრივადაა დაკავშირებული. არსებობენ ადამიანები რომლების სხვებთან შედარებით უფრო ყურადღებით და "გაფაციცებით უსმენენ" საკუთარ ორგანიზმს: ვინ იოგის საშუალებით, ვინ სწორი კვებით და ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვინ მეცნიერულ მიღწევებზე დაყრდნობით... ამ უკანასკნელთ, სულ ახალთ ახალ მეცნიერულ მიღწევას გაგიმხელთ ამ სტატიის საშუალებით. პარკინსონის და ალცაიმერის დაავადების კვლევების დროს მეცნიერებმა შემთხვევით ახალი გენი აღმოაჩინეს! აღმოჩენა შემთხვევითი მაგრამ რევოლუციური გახდა. ერთ-ერთი ანალიზის დროს მეცნიერები წააწყდნენ გენს რომელშიც კონკრეტული ადამიანის დღის რიტმი არის კოდირებული. ახლად აღმოჩენილი გენი ორგანიზმის შიდა ბიო რიტმს განაგებს და დღე-ღამის განმავლობაში მას სასიცოცხლო ფუნქციების სინქრონიზების საშუალებას აძლევს.. აღმოჩენით გაოცებულმა მეცნიერებმა კვლევა განაგრძეს და უფრო დეტალური შესწავლისას გაარკვის რომ ამ რითმის მიხედვით ადამიანის ბუნებრივი სიკვდილის დროის დადგენა შეიძლება.. მარტივად რომ ვთქვათ : ორგანიზმის მექანიზმი როდის გაჩერდება, მეცნიერები გენის ტიპის მიხედვით ზუსტად გეტყვიან. მაგალითად: ადამიანები შიდა ბიო (აა) ტიპის და (აგ) ტიპის თურმე დილის 11 საათამდე კვდებიან. (გგ) ტიპის ადამიანები კი 18:00 საათამდე! სამედიცინო მენიერება ფაქტებზეა აგებული ამიტომ __ "გული მიგრძნობს"___ არგუმენტად ვერ გამოდგება, მაგრამ მაინც გავამხელ: მალე, ალბათ, ვინმე კრეატიული, ამ ყველაფერს, ტექნიკური მიღწევების საშუალებით, მაჯის საათზე დაიტანს, რადგან ყველა დროში დრო ხომ ფულია! არ გამიკვირდება თუ ასეთ საათებს მყიდველიც ბევრი ეყოლება! მაშ ასე! წამზომი ჩართულია: დრო კი ათვლილია! კარი გამიღე! __ თუ გვთხოვს სიკვდილი, სტუმარს კარს როგორ ვერ გაგიღებ, მაგრამ შინ ვგდივარ მთვრალიო __ აწი, თავისმართლებად აღარ გამოგვადგება! დღეგრძელობას გისურვებთ ძვიფასებო! მრავალ ნათელ დღეს და მზიან ამინდებს, სულის მხნეობას და ჯანის სიმრთელეს, შიდა საათის მექანიზმის ხშირად გაწმენდასაც, რადგან "დამატებით დროს" სამწუხაროდ არ ჩაგვირთავს უფალი არცერთ ჩვენგანს __ არასოდეს! 774 22-ს მოსწონს 4-ს არა
|