საქართველო მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოიტეხა? 2013, 8 აპრილი, 14:59 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 6 აპრილს სამუშაო ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა. გავრცელდა ხმები, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოიტეხა. ამ ინფორმაციას ავრცელებს "ინტერპრესნიუსი". ბატონმა პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, ანტალიაში ველოსიპედით სეირნობისას მოიტეხა ხელი. იგი სამკურნალოდ სტამბულის საავადმყოფოში მოათავსეს. ხოლო ყველა ის ღონისძიება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით იყო დაგეგმილი თურქეთში, გადაიდო. "ინტერპრესნიუსი" ცდილობდა, რომ დაკავშირებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რათა ინფორმაცია იმის შესახებ, მართლა მოიტეხა თუ არა ხელი ბატონმა მიხეილმა დაედასტურებინათ... მაგრამ უშედეგოდ. 238 3-ს მოსწონს 1-ს არა
|