x
image
ვიზა კოხაძე
ლამაზი სხეულის შენარჩუნებისა და გონების განტვირთვის ერთადერთი საიდუმლო
imageჯანსაღი ცხოვრების წესით ბევრი ადამიანია დაკავებული, რომელთა ნაწილი მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზრუნავს, დანარჩენი უმეტესობა კი სხეულის ფორმის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით - სუპერმოდელები.რაშიც დახმარებას უწევს მათ იოგა, რომლის ეფექტურობაში ეჭვი არავის ეპარება.image

სუპერმოდელი ქრისტი ტარლინგტონი ჯერ კიდევ 18 წლის იყო, როცა იოგით დაკავდა და წიგნიც კი გამოსცა იოგის შესახებ.იოგის პოპულარიზაციით არის დაკავებული მირანდა ქერი.

imageბრაზილიელი სუპერმოდელები :imageჟიზელ ბიუნდჰენი და ალესანდრე ამბროსიოც იოგის მიმდევრები არიან და სწორედ იოგის დახმარებით შეძლეს ორივე მოდელმა მშობიარობის შემდეგ შესანიშნავი სხეულის შენარჩუნება.

imageიოგას წყალობითაა, რომ დღეს კიდევ უფრო კარგად გამოიყურება მსახიობი ჯენიფერ ენისტონი, ვიდრე წინა წლებში იყო.ასევე გვინეტ პელტროუ, რომელიც კარგა ხანია დაკავებულია იოგათი და მის პოზიტიურ დამოკიდებულებაზე საუბრობს.
imageახალგაზრდა მსახიობი ნინა დობრევი, რომელიც ბავშვობიდან ტანვარჯიშით იყო დაკავებული, ამბობს, რომ იოგამ საერთოდ შეცვალა მისი აზროვნება და ვერც კი წარმოუდგენია იოგას გარეშე.ნინას ოცნებაა, გახსნას იოგას სტუდია, სადაც ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, შეეძლება ვარჯიში.


მოდელმა ბრუკლინ დეკერმა რამდენიმე მარტივ პოზასაც კი გაუწია დემონსტრირება.image

იოგას ვარჯიშებს, თუ თვალს გადავავლებთ ქართულ რეალობასაც, რეკლამას უკეთებენ სხვადასხვა რეალითი შოუში.მაგალითისთვის "ტოპ გოგოც" საკმარისია, რომლის მონაწილენი აქტიურად ვარჯიშობენ იოგას სახლში.დამტკიცებულია, რომ იოგა ეხმარება ადამიანს ყველა ასაკში ფორმაში ჩადგომაში, მოქნილობაში, აგრეთვე ეფექტურია გონების განტვირთვისათვის და რელაქსაციისათვის.imageimage

1
90
27-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
90
  
2013, 8 აპრილი, 8:31
დაწიყებ ვარჯიშს იოგაში :))
0 1 1