x
image
კატაპულტი
უჩვეულო და ბევრისთვის უცნობი ფაქტები ბარაკ ობამას შესახებ
imageალბათ, ბევრს აინტერესებს, როგორი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ახალგაზრდობაში, როგორი იყო მისი ცხოვრება პრეზიდენტობამდე, ან რა არაპოლიტიკური ინტერესები გააჩნია მას ახლა.ამ და სხვა საინტერესო ფაქტების შესახებ ამ სტატიაში მოგითხრობთ.

მაშ ასე, ჯერ კიდევ ბავშვობის პერიოდში ბარაკ ობამა გატაცებული იყო კალათბურთის თამაშით და ოცნებობდა პროფესიონალი სპორტსმენი გამხდარიყო, მას მეგობრებმა “O, Bomber"-ც კი შეარქვეს.მოგვიანებით კი, ყმაწვილკაცობაში იგი არქიტექტურით დაინტერესდა, თუმცა საბოლოოდ პოლიტიკაში მოხვდა.

imageროდესაც ობამა კოლუმბიის უნივერსიტეტში სასწავლებლად ჩავიდა ნიუ-იორკში, მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე ღამის ქუჩაში გათენებაც მოუწია.სტუდენტობის პერიოდში ბარაკ ობამა სხვადასხვა დროს მუშაობდა ნაყინის გამყიდველად და მშენებლობაზე მუშად.

1990 წელს ბარაკ ობამამ თავისი მომავალი მეუღლე მიშელ რობინსონი გაიცნო, რომელიც იმ დროისათვის ჩიკაგოს ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში სტაჟირებას გადიოდა.მიუხედავად იმისა, რომ სამი წლით უმცროს მიშელს ბარაკი დიდად არ მოსწონდა, ახლანდელმა პრეზიდენტმა მას გასაქანი არ მისცა და საბოლოოდ, 1992 წელს ცოლადაც მოიყვანა.


როგორც ობამა თავის მემუარებში აღნიშნავს, ახალგაზრდობაში იგი მარიხუანასა და კოკაინს ეტანებოდა.image

ალბათ, გაინტერესებთ, რა სასმელს ეტანება აშშ-ს პრეზიდენტი.მისი საყვარელი სასმელი მუქი ტყის კენკრის ყინულიანი წვენია, ასევე სიამოვნებით მიირთმევს ლუდს.


საინტერესოა, ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი და მსახიობი ბრედ პიტი ბარაკ ობამას შორეული ბიძაშვილები არიან.

აშშ-ს პრეზიდენტისათვის პოლიტიკაში მისაბაძი მაგალითები არიან აბრაამ ლინკოლნი, მაჰათმა განდი და მარტინ ლუთერ კინგი.

0
460
7-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
460
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0