x
image
კიხოდი
ღმერთების ფავორიტები ახალგაზრდა ასაკში კვდებიან ანუ ჯიმ მორისონი.
image






















”სიცოცხლეში მას ეძახდნენ შამანს, წინასწარმეტყველს, ან მესიას. სიკვდილის შემდეგ ზოგიც მას თვლის ღმერთად! სხვებისთვის კი ის კვლავ რჩება არანორმალურ ნარკომანად და სექსუალურ მანიაკად…”–ამ სიტყვებით იწყება მისი ავტობიოგრაფია, რომელიც წინ დართული აქვს მისსავე ლექსების კრებულს.
იგი გახლავთ ფსიქოდელიური როკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ჯეიმზ დუგლას მორისონი დაიბადა 1943 წლის 8 დეკემბერს, ჯგუფ დორსის სოლისტი, მომღერალი, მუსიკოსი, პროდიუსერი და პოეტი. დაიბადა მელბურნში ფლორიდაში.იყო რამდენიმე გამოცემული წიგნების ავტორი. უყვარდა ლექსების წერა. ასევე იყო რამდენიმე დოკუმენტრუი ფილმის პროდიუსერი.ჯიმ მორისონმა ბევრი სიმღერა დაწერა, მაგ. როგორებიცა: Light my fire, Love me two times, Love her madly, Touch Me.
ჯიმ მორისონი და რეი მანზარეკი გახდნენ ლეგენდარული როკ
ჯგუფის დორსის პირველი წევრები.


image


The Doors — ამერიკული როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1965 წელს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში და შედგებოდა 4 წევრისგან: ჯიმ მორისონი (ვოკალი), რეი მანზარეკი (ელექტროპიანო და ორღანი), ჯონ დენსმორი (დრამი), რობი კრიგერი (გიტარა)
ამ ჯგუფის შექმნის ისტორია კი ასე იწყება.. ჯიმ მორისონმა
კალიფორნიის უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის
ფაკულტეტზე (1964 წელს) 12 თვიანი უშდეგო სწავლის
და საკუთარ ნაშრომზე უარყოფითი შფასების მიღების
შემდეგ, დატოვა კოლეჯი.ამიტომ სტუდენტური გადავადება
დაკარგა და სამხედრო სამსახურში რომარ გაეწვიათ, გაიქცა სანტა-მონიკაში, სადაც იმ დროისათვის ჰიპურ მოძრაობას
ეყრებოდა საფუძველი .ის ეძალება ნარკოტიკებს და ხვდება
რეი მანზარეკს.მორისონი მანზარეკს უყვება რომ ცხოვრობს სახურავის ქვეშ მეგობართან და წერს ლექსებს სიმღერებისთვის და არამარტო. აქვე ასმენინებს “Moonlight Drive”-ს მანზარეკი აღფრთოვანდება ჯეიმსის ლექსების წერის ნიჭით, გაიფიქრებს რომ თანამედროვე
როკ შემსრულებლებს აკლიათ მისი ეს ზღვარგადასული თავისუფლება და სწორედ ისეთ რამეს ჩაავლებს ხელს, რაც შემდგომ ამ მუსიკალურ ჯგუფს ლეგენდად აქცევს.
მანზარეკი მორისონს შესთავაზებს როკ ჯგუფის შექმნას.ისინი დაიმატებენ ინსტრუმენტალისტ ჯონ დენსმორის და გიტარისტ რობი კრიგერს.ასე შეიქმნება ჯგუფი ჯგუფი“The Doors”- სახელი რა
თქმა უნდა უილიამ ბლეიკის დიდი თაყვანისმცემელს, ჯიმ მორისონს ეკუთვნის : )
საერთო ჯამში მათი მუსიკა როკიც არ იყო, დორსი უარყოფდა ფოლკლორს, ჯაზურ ჰარმონიას და მათი მუსიკის ფსიქოდელურობაც
დღემდე სადავოა. 1967 წლის იანვარში
გამოსული ალბომთ “The Doors” კვარტეტმა
სილა გააწნა თანამედროვე მუსიკის პროპაგანდისტებს. მათი ყველა
სიმღერა საფუძველს უყრიდა როკენ-როლში ნიჰილიზმის გაჩენას.ძალადობა, გამოუვალობა, ქაოსი, სილამაზე, სიმახინჯე
ეს იყო ის რაზეც ეკიდა დორსის გილიოტინა.ჯიმი იყო ლამაზი როგორც აპოლონი, ხმა ქონდა როგორც ორფეოსს და იყო საშინელი როგორც ლუციფერი.


“სიყვარული იმალება უცნაურ ადგილებში,


იყვარული იმალება ნაცნობ სახეებში,


სიყვარული თავს დაგატყდება როცა არ ელი მას


სიყვარული იმალება კუთხეებში


სიყვარული მიდის მასტან, ვინც ეძებს მას,


სიყვარული იმალება ცისარტყელის ლამაზ ფერებში


და ცხოვრობს მოლეკულურ სტრუქტურებში“


“Love Hides”

ჯიმ მორისონი მეგობარ გოგონა პამელა კარსონთან ერთად imageimageimageimage




მოგვიანებით „დორსი“ გამოვიდა ედ სალივანის შოუში. ედ
სალივანმა მათ ორი სიმღერის „People Are Strange“ და „Light My Fire“-ის დაკვრა სთხოვა. მაგრამ მათ უნდა შეეცვალათ „Light My Fire“-ის სიტყვები. „Girl we couldn't get much higher“-ის ნაცვლად „Girl we couldn't get much better“ უნდა ემღერათ. მაგრამ ჯიმ მორისონმა პირდაპირ ეთერში მაინც „higher“ თქვა, რითაც სალივანი ძალიან გაანაწყენა და ამის შემდეგ ისინი მიწვეულები აღარ ყოფილან. მოგვიანებით მორისონმა თქვა, რომ მას დაავიწყდა სიტყვების შეცვლა.
მეორე ალბომის „Strange Days“ გამოცემის შემდეგ „დორსი“ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როკ ჯგუფი გახდა. ამის შემდეგ მორისონმა კონცერტებზე დაგვიანება და დალევა დაიწყო. 1969 წლისთვის მომღერალმა გადაწყვიტა შეეცვალა მისი გამოსვლები. მან წონაში მოიმატა, წვერები მოიშვა და ჩაცმულობის სხვა სტილზე გადავიდა. 1969 წლის კონცერტზე მაიამიში, მთვრალმა მორისონმა სცენაზე გინება დაიწყო და სცენაზევე დაწვა. მაიმაის პოლიციამ კონცერტის დასრულების შემდეგ იგი დააკავა. ამის შემდეგ ჯგუფის ბევრი კონცერტი სწორედ ჯიმ მორისონის გამო ჩაიშალა. ერთხელ მორისონმა დიდი დოზა მიიღო, გადაწყვიტა იმპროვიზაციისთვის მიემართა, ერთ-ერთ გრძელ სიმღერაში “The End”. სცენიდან დაიყვირა “Father”, “Yes son”! “I want to kill you…Mother…I want to…Fuck You!” ხალხი შოკში ჩავარდა, თუმცა შემდეგ
თვითონ თქვა ინტერვიუში აქ არაფერი იყო შოკში ჩასაგდები, “ოიდიპოსის კომპლექსი“ ეს ნორმალური
რეაქციაა, ნორმალური მამაკაცისა დილის ერექციაზე.


შავ ტყავის შრვალში გამოწყობილი იდუმალი და ეროტიული
ფლეიბოი თვითგანადგურების მიდრეკილებით, ჭეშმარიტად ბნელი ვარსკვლავი.1971 წლის ივლისში ის მკვდარი იპოვნეს პარიზში საკუთარ აბაზანაში, რაც ჰეროინის გადამეტებულ დოზას უფრო
გავდა ვიდრე უბედურ შემთხვევას..ამის შემდეგ მან დაიმკვიდრა სამუდამოდ ადგილი როკენ-როლის დიდების დარბაზში.


რეი მანზარეკი 2000 წელს ინტერვიუში ამბობს:“თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რომ ჯიმი მოკვდა, მორისონი რომ
დღეს ცოცხალი ყოფილიყო, “ჭკუისკოლოფა ჟურნალისტების“ 2/3 წკუიდან გადავიდოდა მასთან 5 წუთიანი ინტერვიუს აღებაც კი.ჯიმი სიამოვნებით უშვებდა ყველას საკუთარი სულის იდუმალ
კარებში, თუმცა მის უკან ისეთი უკუნი იყო, რომ ყველა შემსვლელს კრამიტი უცურდებოდა ფეხქვეშ..როგორ გადავრჩით ჩვენ? ჩვენ უბრალოდ არასდროს ვუსმენდით მას.ერთ დარტყმულზე მეტი კვარტეტისათვის
უკვე ძალიან ბევრი იქნებოდა..“


მორისონის მთავარი თეზისი, რომელსაც ყველა სიმღერაში უსვამს ხაზს, რეალობასთან დაპირისპირებაა რასაც
მარტივად ხსნიდა: „ადამიანებს ეშინიათ საკუთარი თავის, საკუთარი რეალობისა, განსაკუთრებით
საკუთარი გრძნობების.ადამიანები ბჭობენ რამდენად ძლიერია სიყვარულის ძალა, თუმცა ეს
სისულელეა.სიყვარული თკივილს გვაყენებს, გრძნობები გვაწუხებენ, გვაფორიაქებენ.ადამიანებს
ასწავლიან რომ ტკივილი საშიში და ბოროტია.როგორღა შეულიათ მათ იგრძნონ სიყვარული თუკი
ეშინიათ ტკივილის? ტკივილი საჭიროა, რომ გაგვაძლიეროს! ადამიანები ისწრაფვიან რომ დამალონ
ტკივილი, რაც არასწორია.თქვენ გრძნობთ საკუთარ ძალას, მაშინ როცა ტკივილს აბარებთ გამოცდას.აი
რა არის მთავარი.ტკივილი არის შეგრძნება -და თქვენი გრძნობა თქვენი ნაწილია.ნაწილია
თქვენი საკუთარი რეალობისა.თუ თქვენ მათ გამო გცხვენიათ და მალავთ, ამით აძლევთ საზოგადოებას
საშუალებას გაანადგუროს თქვენი პირადი რეალობა.თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი უფლება იგრძნოთ
საკუთარი ტკივილი.ხანდახან ტკივილი ძალიან მძიმეა გამოსაკვლევად, მოსათბენადაც“-ამ ყველაფრის
მნიშვნელობას კი მორისონი ასე ხსნიდა


“ჩემი ერთადერთი მეგობარი დასასრულია, მისი არ უნდა გვეშინებდეს, არ
უნდა გვეჩვენებოდეს საშიშად.შიში სიკვდილისა გაცილებით დიდია ტკივილის შიშზე.უცნაურია
როცა სიკვდილი აიძულებთ ადამიანებს ეშინოდეთ.ცხოვრება გაცილებით უფრო გვტკენს ვიდრე
სიკვდილი.როცა ის მოდის, ტკივილი მთავრდება.დიახ მე ვფიქრობ რომ სიკვდილი ჩემი მეგობარია.“


“This is the end, beautiful friend


This is the end, my only friend, the
end


It hurts to set you free


But you'll never follow me The end of laughter and soft lies


The end of night we tried to die


This is the end”



“The End”


სიკვდილი ჯიმ მორისონის მუზა იყო. მისი მცირე სიცოცხლის განმავლოასი მორისონს ადარებდნენ ანგელოზს
და ეძახდნენ ეშმაკს.ვინ იყო ის სინამდვილესი? ალბათ ის ვინც ანგელოზსა და ეშმაკს შორისაა-ადამიანი!
თუმცა გენიალური.


მორისონის მიერ შექმნილი ლეგენდის მიხედვით, ყველაფერი 1947 წელს დაიწყო როცა ის 4 წლის იყო.ნიუ-მეხიკოს
უდაბნოში გავლისას, მორისონების ოჯახი საშინელ ავარიას შეესწრო.მორისონი დარწმუნებული
იყო რო მაშინ მის სხეულში ჩასახლდა გარდაცვლილი ინდიელის პუებლოს სული და ამ მოვლენის
შემდეგ მთელი მისი ცხოვრება შეიცვალა.


„მე პირველად დავინახე სიკვდილი, სატვირთო მანქანა
ინდოელების მანქანას შეასკდა.მთელი გზა მოფენილი იყო დასისხლიანებული ინდოელებით.ჩვენ
გავჩერდით.არ მახსოვს ზუსტად, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ამიტომ მანქანაში დამტოვეს, დედა
და მამა გადავიდნენ.ვერაფერს ვხვდებოდი, თუმცა იმას ვიაზრებდი რომ რაღაც ცუდი მოხდა, მაშინ
პირველად ვიგრძენი შიში.და ვფიქრობ მაშინ მკვდარი ინდიელების სულები გაგიჯებულები და
იქვე მოხეტიალეები შემოსახლდნენ ჩემ სხეულში.მე ღრუბელივით მზად ვიყავი მათ მისაღებად.ეს
არ გახლავთ ისტორია მოჩვენებებზე, ესაა რაგაც რასაც ნამდვილად ჰქონდა აზრი ჩემ ცხოვრებაში.“-

1971 წლის 3-სა და 5 ივლისს შორის, 27 წლის ასაკში, მორრისონი, ოფიციალური ვერსიით, დაიღუპა გულის შეტევით. (ისე შემდგომ წლებში მუსირებდა სენსაციური ვერსია, იმის თაობაზე, თითქოსდა ჯიმმი არ გარდაცვლილა და დღემდე სადღაც ცოცხალი არის…) თუმცა იყო ბევრი სხვა
ვეწრსიაც, ზოგი მის მეგობარ გოგონას უკავშირებდა მის სიკვდილს.თუმცა ყველაზე რელური რასაც პაქტებიც ადასტურებდა იყო ის რომ მორისონ ნარკოტიკების გადაჭარბებულმა დოზამ იმსხვერპლა.ეს არი ს ჯიმ მორისონის სასაფლაოს ფოტო


imageimage ეს კი გახლავტ მისი ბიუსტი რომელიც მისმა პანებმა მოიპარეს.


“ხმა გაიკმინდეთ სულებო, ანუ გასეირნება დემონთან!“





“ღმერთების
ფავორიტები ახალგაზრდა ასაკში კვდებიან,


თუმცა სიკვდილის შემდეგ მარადიულად ცხოვრობენ იმავე


ღმერთების გარემოცვაში”.





ფრიდრიხ ნიცშე.


ჯიმ მორისონის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა
The Doors ამერიკული ბიოგრაფიული ფილმი ლეგენდარული როკ ჯგუფის Doors-ის შესახებ.ფილმის რეჟისორი ოლივერ სტოუნია.ფილმი ასახავს ბენდის ლიდერის ჯიმ მორისონის ცხოვრებას.
გენიოსი მუსიკოსისა და პოეტის ჯიმ მორისონის როლს ასრულებს ამერიკელი მსახობი ვალ კილმერი ხოლო მის მეგობარ გოგონას პამელა კარსონს განასახიერებს მსახიობი და პროდიუსერი მეგ რაიანი.
32 მილიონიანი ბიუჯეტის ფილმის გადაღებები 13 კვირა მიმდინარეობდა ლოს ანჯელესში, პარიზში, ნიუ იორსკსა და მოჯავე უდაბნობში რომელიც კალიფორნიაში მდებაორებს.


მსახიობი ვალ კილმერი ფილმში The Doors ის ყველა ჩანაწერებს თავად ასრულებს, მან
50 ამდე სიმგერის ტექსტი და მელოდია ისწავლა ზეპირად, კილმერმა ასევე დიდი დრო გაატარა ამერიკელ პროდიუსერ პოლ როტჩაილდთან ერთად რომელიც ჯგუფის პროდიუსერი იყო 60ან წლებსი.პროდიუსერი მას უყვებოდა ანეკდოტებს, ისტორიებს, ტრაგიკულ და სასაცილო მომენტებს, თუ როგორ ფიქრობდა ჯიმ მორისონი.როტჩაილდმა ასევე მსახიობი წაიყვანა სტუდიაში და დაეხმარა ზოგგამონათქვამში, იდიომატურ რაღაცეებში რასაც ჯიმი აკეთებდა ხოლმე სიმღერისას.

რამოდენიმე ფოტო ამ ფილმიდან:



imageimageimageimageimageimage image










ზედმეტად
ჩავთვალე ამ ფილმის გარჩევა, უმჯობესი იქნება თავად ნახოთ და შაფასოთ






http://geo.saitebi.ge/drama/2747-the-doors-bbbbb-bbbbbbbb-1991geobdrip-avc-exclusive.html



მოკლე ციტატები ჯიმ მორისონის ბიოგრაფიიდან:-


“ხმა გაიკმინდეთ
სულებო, ანუ გასეირნება დემონთან!“



უმთავრესი მხარე თავისუფლებისა არის იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ. თქვენ ვაჭრობთ თქვენი რეალობით, თქვენივე როლისთვის.


თქვენ თმობთ უნარს, რომ განიცადოთ, და სანაცვლოდ ატარებთ ნიღაბს.

The most important kind of freedom is to be what you really are. You
trade in your reality for a role. You give up your ability to feel, and in
exchange, put on a mask.



სიყვარულს არ ძალუძს გიხსნას საკუთარი ბედისწერისგან.


Love cannot save you from your own fate.



არის ნივთები, რომელთა შესახებაც წარმოდგენა არა გვაქვს და არის ნივთები, რომელთა შესახებაც წარმოდგენა გქვაქვს, ხოლო მათ შორის კი არის კარები.


There are things known and things unknown and in between are the doors.



მომავალი ნისლშია გახვეული, დასასრული კი ყოველთვის ახლოა.


The future is uncertain but the end is always near.



ყოველი ადამიანი, რომელიც მართავს იმფორმაციის გავრცელებას, აკონტროლებს გონებას.


Whoever controls the media, controls the mind.




ხალხი უცნაურნი, როდესაც შენ უცხო ხარ.


People are strange when you're a stranger.



მეგობრებს ძალუძთ დაეხმარონ ერთმანეთს გარდაუვალ სიტუაციებში. ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც გაგრძნობინებს სრულ თავისუფლებას საკუთარ თავთან.





Friends can help each other. A true friend is someone who lets you have
total freedom to be yourself - and especially to feel.



ხალხს უფრო მეტად ეშინიათ სიკვდილის, ვიდრე ტკივილის. უცნაურია, რომ მათ ეშინიათ სიკვდილის. ცხოვრება უფრო მეტ ტკივილს გაყენებს, ვიდრე სიკვდილი, რადგან სიკვდილის ჟამს ტკივილი დასრულებულია.





People fear death even more than pain. It's strange that they fear death.
Life hurts a lot more than death. At the point of death, the pain is over.



ფაქტობრივად არ მახსოვს დაბადება. ეს უნდა მომხდარიყო ჩემი ერთ-ერთი ბოიკოტირების დროს.

ფაქტობრივად არ მახსოვს დაბადება. ეს უნდა მომხდარიყო ჩემი ერთ-ერთი ბოიკოტირების დროს.





Actually I don't remember being born, it must have happened during one of
my black outs.




მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც უბიძგებენ დანარჩენებს იმისკენ, რომ არაკომფორტულად იგრძნონ თავი.





I like people who shake other people up and make them feel uncomfortable.




მისმინე, ნამდვილი პოეზია არ გეტყვის არაფერს. ის მხოლოდ გიღებს ყველა კარს, რომელშიაც შეგიძლია ისეირნო იმ ადამიანებთან, ვინც შენ გაკმაყოფილებს.





Listen, real poetry doesn't say anything; it just Opens all doors. You can walk through
anyone that suits you.




თითოეული თაობას სურს ახალი სიმბოლიკა, ახალი ხალხი, ახალი სახელები.





Each generation wants new symbols, new people, new names.




ნარკოტიკები სანაძლეოა თქვენს გონებასთან.





Drugs are a bet with your mind.



სიძულვილი სწორედ შეუფასებელი ემოციაა.





Hatred is a very underestimated emotion.




ეს არის ისეთი უცნაური ცხოვრება, რომელიც მე არასდროს წარმომედგინა.





This is the strangest life I've ever known.





თუ ჩემი პოეტურობის მიზანია მივაღწიოთ რამეს, ეს ნიშნავს, რომ მივაწოდო ხალხს ისეთი შეზღუდული გზებით, რომლებშიაც ისინი ნახავენ და იგრძნობენ.





If my poetry aims to achieve anything, it's to deliver people from the
limited ways in which they see and feel.




როდესაც მშვიდობას ამყარებ უფროსობასთან, თავად ხდები ერთ-ერთი უფროსთაგანი.





When you make your peace with authority, you become authority.




მუსიკა აღვივებს ტემპერამენტს.





Music inflames temperament.






ფილმის მაყურებლები არიან მშვიდი ვამპირები.





Film spectators are quiet vampires.






ძალადობა ყოველთვის არ არის ბოროტება. ბოროტებაა ძალადობით გატაცება.





Violence isn't always evil. What's evil is the infatuation with violence.







აქედან ვერავინ გადის ცხოცხალი.





No one here gets out alive.




ძალაუფლება იგრძნობა განცდილი ტკივილის გადალახვით.





You feel your strength in the experience of pain.





სწორედ ის ჟამია, როცა საჭიროა მზად ვიყოთ ყველაფრისთვის. დროა - ვიცოცხლოთ, დროა - ვიცრუოთ, დროა - ვიცინოთ და დროა - მოვკვდეთ. პატარავ, გულთან ახლოს ნუ მიიტან... მწუხრში ნუ ჩავარდები, ნურასოდეს დაეცემი და მიიღე ისე, როგორც სინამდვილე გვიჩვენებს.





Time to live, time to lie, time to laugh, and time to die. Take it easy
baby. Take it as it comes





სიკვდილი ადამიანებს ანგელოზებად გვაქცევს და არწივის ბრჭყალებივით გვარჭობს ფრთებს იქ, სადაც წინათ ბეჭები გვქონდა.





Death makes angels of us all and gives us wings where we had shoulders
round as ravens claws.



ზოგჯერ მგონია, რომ ადამიანები იტყუებიან როცა ამტკიცებენ, რომ მათ უნდათ თავისუფლება, მტკიცედ დგანან იმაზე, რომ თავისუფლება მათთვის მიუწვდომელი ძლიერი სურვილი, წმინდა და ძვირფასია. მაგრამ ეს ხომ ბინძური სიცრუეა. ხალხს ეშინიათ იყვნენ თავისუფლები, ისინი ეჭიდებიან თავიანთ მიზნებს.




იბრძოლეთ საკუთარი ტკივილის შეგრძნების უფლებისთვის.




სიყვარული სიზმარიცაა, მაგრამ არ გაგიკვირდეს თუ ერთხელ ცრემლებში გაგეღვიძა.




იცი მეგობარო, შენ ან გჯერა საკუთარი თავის, ან ეცემი!





არავინ უწყის, თუ როდის მოგიწევს შეასრულო შენი უკანასკნელი სიმღერა.









თუ თაობას აქვს თავისუფლება, მას ამასთანავე ეძლევა თვითგანადგურების უფლებაც.

0
859
1-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
859
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0