სამარხვო კერძები როგორ შევინარჩუნოთ მარხვასთან ერთად ჯანმრთელობაც 2013, 6 აპრილი, 13:02 მოგეხსენებათ, აღდგომის მარხვა ყველა დიდ ხანს გრძელდება, რომელიც არა ჯანმრთელი ადამიანებისთვის არც თუ ადვილად შესანახია.ამიტომ არსებობს მარხვასთან ერთად ჯანმრთელობის შენარჩუნების სხვადასხვა მეთოდები, რომელიც არც თუ ფართო მასშტაბით არის ცნობილი საზოგადოებისათვის.
იმისათვის რომ შევინარჩუნოთ მარხვა და ვიყოთ ჯანმრთელები, აუცილებელია კვირაში სამჯერ მაინც მივირთვათ ბრინჯისაგან დამზადებული სხვადასხვა კერძი ან სალათი.ცნობილია, რომ ბრინჯი დიდი რაოდენობით B ვიტამინს შეიცავს, რომელიც პირველ რიგში ნერვიულ სისტემას არეგულირებს. გაცნობებთ ორი უგემრიელესი კერძის მომზადების წესს, რაც უნდა ჩავრთოთ ჩვენი კვების მენიუში.
1)ბრინჯისგან მომზადებული კერძი, რისთვისაც საჭიროა შემდეგი დასახელების ინგრედიენტები:0, 5 კგ.ბრინჯი, 3 თავი ხახვი, 3 თავი სტაფილო, ნახევარი ჩაის ჭიქა ზეთი, ყვითელი სიმინდის მარცვლები -ერთი ქილა, ქამა სოკო 300 გრამი, შავი წიწაკა, მარილი.მომზადების წესი:
წინასწარ მოვხარშოთ ბრინჯი და ცალკე სტაფილო.პარალელურად კარგად გარეცხილი და წვრილად დაჭრილი სოკო უნდა ჩავშუშოთ ზეთში მოთუშულ ხახვთან ერთად, შევაზავოთ შავი წიწაკით და მარილით.როცა ბრინჯი მოიხარშება, აუცილებელია გავწუროთ, მაგრამ არ გავავლოთ ცივი წყალი, უნდა შევინახოთ ცხლად და შევურიოთ უკვე მოხარშული სტაფილო(წვრილად დაჭრილი), უკვე მოთუშული სოკო ხახვში და ზეთში და დავაყაროთ ყვითელი სიმინდის მარცვლები.კარგი იქნება, თუ შევურევთ წვრილად დაჭრილ ცერეცოს.
20)ისევ ბრინჯისგან მოზადებული კერძი, რისთვისაც უნდა შევიძინოთ შემდეგი სახის ინგრედიენტები:0, 5 კგ.ბრინჯი, მწვანე ბარდა(მას იმერეთში "საკადრისს" ეძახიან) 300 გრამი, ზეთი - 200 გრამი, მაიონეზი -ერთი ცალი, შავი წიწაკა, მარილი.ჩვეულებრივად ვხარშავთ ბრინჯს და პარალელურად მწვანე ბარდას, ორივე უნდა გაიწუროს საწურზე, ბრინჯს გავაჩერებთ სანამ ბარდა არ მოითუშება ხახვში და ზეთში, შემდეგ კარგად ავურევთ ერთმანეთში, ვამატებთ წიწაკას, მარილს გემოვნებით და ბოლოს მაიონეზს.კერძი მზადაა. დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ.გემრიელად მიირთვით. 424 31-ს მოსწონს
|