x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ერიხ მარია რემარკის ციტატები
1.მარადიული იაფფასიანი სასოწარკვეთილება ღამის წყვდიადის სასოწარკვეთილებაა, რომელიც სიბნელეს მოსდევს და მასვე მიჰყვებაimage

2.რაც უნდა შეგემთხვეთ გულთან არ მიიტანოთ, ღამით ბევრი რამ მუქ ფერებში ეხატება ადამიანს

3.ყველაზე მძიმე დროსაც კი უნდა ვიფიქროთ ერთგვარ ფუფუნებაზე

4.ყველანი თითქოს პატარა ნაპერწკლები ვართ, უჩინარი ქარისაგან დევნილნი


5.ღმერთს არ უყვარს გულქვა სულელების, ივიწყებს მათ არსებობას, ამიტომაც ცოცხლობენ უსასრულოდ დიდხანს

6.ადამიანი ვერასოდეს გამოიწრთობა, შეუძლია მხოლოდ ბევრ რამეს მიეჩვიოს.მაგრამ არიზ ზოგი რამ, რასაც ვერასოდეს მიეჩვევი

7.თუ საქმე წაღმა წამივიდა, ეს არავის დააინტერესებს ფული ყველაფერს ფარავს.

8.ყოველ წუთს კვდება ათასობით ადამიანი, მაგრამ მისთვის ვინც მოკვდა თავისი სიკვდილი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თავისი ღერძის გარშემო მბრუნავი მთელი დედამიწა

image

9.საგანთა მუნჯი ძალაუფლება!სიცოცლე მიდის, ზოგჯერ გამოკრთება მოციმციმე ცეცხლის ალები.მაგრამ ისევ აქრობს მათ ჩვეულების ტრივიალური სიმტკნარე!

10.სიცოცხლე იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ცნებათა კრებული

11.ადამიანებს საგნებზე არსებული შეხედულებებისათვის ანგარიშის გაწევა უხდებათ.

12.ყველა ცოცხალი მოძრაობს.ხოლო ის რაც მოძრაობს, შეიძლება იყოს ძლიერი, მოხდენილი ან სასაცილო.მისთვის მიუწვდომელია მხოლოდ ერთი რამ-უძრავისა და გაყინულის განდგომილი სიდიადე.სიკვდილი-აი რაშია ჭეშმარიტი სიდიადე.მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას, და ისიც მოკლე ხნით

13.ვიდრე ცოცხალი ხარ არავის ენაღვლები, მოკვდები თუ არა, არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები.

14.ჩვენს დროში არ არსებობს არავითარი მაინც

15.შეურაცხყოფისაგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრზნობისაგან კი-არა

image

4
159
4-ს მოსწონს
ავტორი:marushi
marushi
159
  
2013, 6 აპრილი, 12:42
მართალი ხარ. მეორე სურათზე lucio anneo seneca არის :)
2013, 6 აპრილი, 12:37
ფოტოზე რომ არ არის რემარკი?
2013, 6 აპრილი, 12:27
ერიხ მარია რემარკის :)
2013, 6 აპრილი, 12:23
ეს ფოტო-ფრაზები ვისია?
0 1 4