x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
ფერნანდო მორიენტესი

ფერნანდო მორიენტეს სანჩესი

დაიბადა _ 1976 წლის 05აპრილს

დაბადების ადგილი_ესპანეთი

სიმაღლე_1.86

საქმიანობა_ ფეხბურთელი(ყოფილი)

image

ფერნანდო მორიენტესი(მორო), დღეს იგი იუბილარია. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც შემაყვარა ფეხბურთი და მისი წყალობით გავხდი "სამეფო გუნდის" გულშემატკივარი, თან ისეთი გულშემატკივარი რომ უკვე მეცხრე წელია მადრიდისტა ვარ.

მოროს დებიუტი ფეხბურთში 1993წელს შედგა, მე მაშინ სულ რაღაც სამი წლის ვიყავი, ის 17წლის.ალბასეტეში ორი წელი დაჰყო, შემდეგ იყო სარაგოსა, იქაც ორი წელი ითამაშა. მისი კარგი თამაში მადრიდის რეალის ყურადღების ცენტრში მოექცა და 1997წელს ფერნანდო მორიენტესის გვარმა თეთრი მაისური დაამშვენა.სწორედ იმ წელს რეალმა ლიგა მოიგო.

imageimage

2000 წელს მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვალენსია დაამარცხა 3_0, პირველი გოლი სწორედ მოროს ანგარიშზეა.1999_2000 წლის სეზონში გუნდში ანელკა მოვიდა, დაიწყო საუბარი მორიენტესის წასვლის შესახე, თუმცა ფერნანდომ მცირე სათამაშო დროის მიუხედავად 12 გოლის გატანა მაინც მოახერხა და საბოლოოდ კლუბიდან წასვლა ანელკას მოუწია.შემდეგ იყო დაუსრულებელი ტრამვები და მას ბევრი მატჩი გაუცდა.გუნდის ხელმძღვანელობა მის გაშვებაზე ალაპარაკდა. პერეს რონალოს ყიდვა სურდა და მორიენტეს მოსთხოვეს გუნდიდან წასვლა, რაზეც ის უარს აცხადებდა.2002წლის 30აგვისტო, რეალი მონაკოში გაემგზავრა სათამაშოდ, უკვე ლაპარაკობდნენ მის წასვლაზე, რასაც მორიენტესთან ერთად მისი თანაგუნდელი რაული და იერო აპროტესტებდნენ, ისინი პერესაც კი დაუპირისპირდნენ.სწორედ მონაკოსთან მატჩის დროს, რაულს მორიენტესის მაისური ეცვა, თავის მაისურთან ერთად და მზად იყო გამოეჩინა იგი გოლის გატანის შემთხვევაში, რასაც არავინ იცის რა მოყვებოდა, თუმცა რაულმა იმ მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო.

მორიენტესი რეალში დარჩა, რონალდოს ტრანსფერიც შედგა და სწორედ ამიტომ მას ძირითადად სათადარიგოში ჯდომა უწევდა და ის იძულებული გახდა წასულიყო.ბევრი გუნდი დაინტერესდა მისით, საბოლოოდ ის მონაკოში აღმოჩნდა სადაც ისევ გაიბრწყინა.2004წელს რეალში მწვრთნელი შეიცვალა, რომელმაც მორიენტესი ისევ დააბრუნა, თუმცა იყიდეს ოუენი და ისევ აღარ აღმოჩნდა მისი ადგილი მადრიდელთა რიგებში, სადაც ის ყველაზე ბედნიერად გრძნობდა თავს.შემდეგ ის ლივერპულში გადავიდა, სადაც ადაბტაცია ძალინ გაუჭირდა.2006წელს ის ესპანეთში დაბრუნდა, ვალენსიაში და ესპანეთის თასიც მოიგო.2010წელს მან კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.ის იყო დიდი ფეხბურტელი, რომელიც მადრიდისტად დაიბადა და რომელიც ვერ დააფასა "სამეფო გუნდმა".

imageimageimageimage

imageimage





9
123
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
123
  
2013, 26 აპრილი, 21:51
დიდი გულის პატრონი ყოფილა:)
2013, 26 აპრილი, 21:50
როგორ დამიჩაგრეს რეალში:(:(:( მაგრამ მე მაინც რეალის ერთგული დავრჩი და არა მისი და მაპატია :):):)
2013, 26 აპრილი, 21:49
ბავშვობაში გოგოებს მორიენტესის სტიკერებიტ გვქონდა აჭრელებული რვეულები :D ამას რა დამავიწყებს:))
2013, 26 აპრილი, 21:48
არაუშავს...გიყვარს????მე ფეხბურთის ყურება დამაწყებინა ამ სასწაულმა და უსიმპატიურესმა:):):)
2013, 26 აპრილი, 21:47
ეს სტატია რგოორ გამომრჩა! :(
2013, 6 აპრილი, 9:54
2013, 6 აპრილი, 0:03
დღეს დაბადების დღე ყოფილა,ალბათ შარაფობს ეხლა :)))))))))))
2013, 5 აპრილი, 23:32
მადლობაააააააააა :*:**:*:*
2013, 5 აპრილი, 23:29
ბევრი მოწონება ჩემგან
0 1 9