რელიგია 10 ათასი დოლარი იმას, ვინც დაამტკიცებს რომ სამყარო ღმერთს არ შეუქმნია 2013, 5 აპრილი, 17:40 ამერიკელი კრეაციონისტი მზადაა მოუსმინოს ნებისმიერს, ვინც უარყოფს ბიბლიურ ღმერთის მიერ სამყაროსა და ადამიანის შექმნის ვერსიას.არგუმენტები მისი სიტყვებით რომ ვთქვათ "უნდა იყოს ობიექტური, დამაჯერებელი, მყარი ფაქტებით გაჯერებული.პროცესი უნდა შედგეს მოსამართლის, შერიფის და სტენოგრაფის თანდასწრებით, გამარჯვებული მიიღებს 10 000$-ს" იუწყება ლონდონის გაზეთი Guardian-ი. "ისინი(ევოლუციონისტები)ჭკვიანი ხალხია და უნდა ხვდებოდნენ, რომ მათ არა აქვთ მეცნიერული მტკიცებულებები რომ სასამართლოზე წარმოადგინონ"-აცხადებს კინოიზოლოგიის დოქტორი ჯოზეფ მასტროპაულო, ის 25 წელია ასწავლის ბიომექანიკას და ფიზიოლოგიას კალიფორნიის უნივერსიტეტში.იგი ამბობს:"სამყაროში არაა ისეთი არაფერი რაც ევოლუციას განიცდის, ყველაფერი ინგრევა, ყველაფერი უკუმიმართულებით მოძრაობს".Gallup-ის გამოკითხვის თანახმად ამერიკელების 46%-ს სჯერა, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა ბოლო 10 ათასი წლის განმავლობაში, ევოლუციის გარეშე, თუმცა მეცნიერები ამტკიცებენ, ადამიანი ჩამოყალიბდა ევოლუციის გზით ბოლო 1 მილიონი წლის განმავლობაში. 82 5-ს მოსწონს 1-ს არა
|