კულტურა " შორს ის მთა მოჩანს,სადაც შენი უკანასკნელი გაჩერებაა" --აცხადებს ჰოლივუდის "პატრიარქად" წოდებული ალ პაჩინო 2013, 5 აპრილი, 16:43 ![]() ![]() ბროქსში გატარებულ წლებს.ერთ-ერთ ჩანაწერში იგი ამბობს: - " ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ, სულ პატარა ვიყავი.თან დედისერთა და დედასთან, ბებიასთან და პაპასთან ერთად ვიზრდებოდი.თავი ძლივს გაგვქონდა, ისე გვიჭირდა არსებობა.ხან ოფიციანტი იყო და ხან კინო თეატრის მოლარე. იყო დრო, როცა მეკიოსკეებს გაზეთ " შოუ ბიზნესს" ვურიგებდი.არასოდეს დამავიწყდება, რამდენს მიხდიდნენ -სულ რაღაც 12 დოლარს.10 დოლარიანს მაშინვე ვახურდავებდი თითო დოლარიანებად, რომ 12 ერთ დოლარიანი მქონოდა.ბარში იხდი, შეკვრიდან აძრობ დოლარიანს და ჰგონიათ, რომ ბევრი ფული გაქვს. იყო წლები, როცა ალკოჰოლითა და ტაბლეტებით უზომოდ ვიყავი გატაცებული, მაგრამ დედაჩემის დამსახურებაა, რომ დღეს ვარ ის, რაცა ვარ.როცა ჩემი ტოლი ბიჭები ქუჩაში მიხმობდნენ, ერთობოდნენ, დედა გასაქანს არ მაძლევდა, რომ მათთან ერთად ქუჩაში ვმდგარიყავი, რა თქმა უნდა ვაპროტესტებდი, მაგრამ დედა ყველაფერს იტანდა და ამით სიცოცხლე შემინარჩუნა"... ![]() რაც შეეხება მის სამსახიობო კარიერას, 1971 წელს, როცა ის 31 წლის იყო, პირველად ითამაშა ფილმში "პანიკა ნიდლ-პარკში" ნარკომანის როლი, რამაც რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას ყურადღება მიიქცია.შემდეგ იყო ცნობილი მაიკლ კორლეონეს როლი ფილმ - "ნათლიმამაში".70-იან წლებში მან მიიღო 4 ოსკარის ნომინაცია.ამავე წლებში მან მოიგო ტონის დაჯილდოება ფილმისთვის "რიჩარდ III". მიუხედავად იმისა, რომ 80 -იან ![]() ![]() წლებში მისი კარიერა მკვეთრად შემცირდა, ტონი მონტანას როლით მან შეძლო კიდევ ერთხელ დაერწმუნებინა მაყურებელი თავის სიძლიერეში, რისთვისაც "ოქროს გლობუსი" მიიღო( მას ნახევარი მილიარდი დოლარი მოუტანა ფილმმა).ალ პაჩინო არის მრავალგზის ოსკაროსანი მსახიობი და ოსკარის ლაურეატი - საუკეთესო მსახიობი - ფილმში " ქალის სურნელი"(1992).1073 წელს ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი - "ოქროს გლობუსი" მიიღო. ![]() ![]() ![]() 65 30-ს მოსწონს
|