25 წლის ოფიცერმა, ლოურნსმა ყველა გააოცა თავის თბილი საქციელით..
ერთ-ერთ საღამოს ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები რომელზეც ასახულია, თუ როგორ ეხმარება ის უსახლკარო ამერიკელს ფეხსაცმლის ჩაცმაში, კადრი დღე-ღამის განმავლობაში facebook-ზე 1, 8 მილიონმა ადამიანმა ნახა.
ღამის მორიგეობისას პოლიციელმა ფეხსაცმლის მაღაზიის ვიტრინასთან მიწოლილი შუახნის შავკანიანი მამაკაცი შეამჩნია.
ახალგაზრდა ოფიცერი უსახლკაროს მიუახლოვდა და ფეხსაცმლის ზომა ჰკითხა, შემდეგ იქვე მდებარე მაღაზიაში გაეშურა და ზამთრის თბილი ფეხსაცმელი 75 დოლარად შეიძინა. რადგან როდესაც გამყიდველმა გაიგო, რომ პოლიციელი ფეხსაცმელს უსახლკაროსთვის ყიდულობდა, 25 დოლარი დაუკლო. საჩუქრით ხელდამშვენებული ლოურენსი კი უსახლკაროს ფეხსაცმლის მორგებაშიც დაეხმარა
გზად მიმავალმა ტურისტმა Jeffrey Hillman-მა ეს მომენტი აღბეჭდა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მალე ეს კადრი ნიუ-იორკის პოლიციის სამმართველოს გვერდზე განთავსდა. პოლიციიელის საქციელით აღფრთოვანებულმა ხელმძღვანელობამ გულისხმიერ პოლიციელს ასეთი დიდი თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა...