საზოგადოება 1 აპრილის 3 საუკეთესო ხუმრობა !!! 2013, 3 აპრილი, 23:07
ამ სტატიაში მოცემულია 1 აპრილის ხუმრობა ტელეკომპანია BBC-ს მიერ , ეიფელის კოშკზე და სპაგეტიზე, იმედია მოგეწონებათ.
2008 წლის პირველ აპრილს, ტელეკომპანია BBC-მ გამოაქვეყნა რომ მისმა გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო მფრინავი პინგვინები. ასევე ჯურნალისტებმა აჩვენეს ვიდეო რომელსაც იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზ მეტი ვიდეოს ნახვა ჰქონდა ინტერნეტ სივრცეში. გამომქვეყნებელი ტერი ჯოუნსმა ახსნა : იმის გამო რომ პინგვინებმა ვერ გაუძლეს არკტიკულ ზამთარს, მათ გადაწყვიტეს და გაფრინდნენ ათასობით კილომეტრის იქით სამხრეთ ამერიკაში, სადაც მათ გაატარეს "ზამთარი ტროპიკულ სიცხეში". ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ BBC-იმ გააკეთა ეფექტებით მფრინავი პინგვინები 1986 წლის 1 აპრილს პარიზის ხელისუფლებამ გააოგნა ფრანგი მოსახლეობა როდესაც განაცხადა რომ ეიფელის კოშკის გადატანის ხელშეკრულებაზე უკვე ხელი იყო მოწერილი. საფრანგეთის საერთაშორისო სიმბოლო უნდა გადაეტანათ ახალ ევრო დისნეი პარკში, აღმოსავლეთ პარიზში. მათ მართლა დაიწყეს მშენებლობა (ეიფელის კოშკისთვის ჯერ ხელი არ უხლიათ), ამით ხალხმა უფრო მეტად დაიჯერა სენსაცია მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა რომ საფრანგეთის ხელისუფლება აშენებდა დათქმულ ადგილას 35, 000 სკამიან სტადიონს რომელიც 1992 წელს ოლიმპიური თამაშებისთვის გამოიყენეს. 1957 წლის 1 აპრილს, ბრიტანულ სიახლეებში აჩვენეს 3 წუთიანი ვიდეო რომელშიც ნაჩვენები იყო თუ როგორ კრეფდნენ სამხრეთ შვეიცარიაში სპაგეტის ხეებიდან. ხალხი გაოცებული იყო, ისინი რეკავდნენ ტელეკომპანია BBC-ში და ეკითხებოდნენ თუ როგორ შეიძლება სახლში გაზარდო ხე რომელიც სპაგეტის ისხავს. ეს იდეა ეკუთვნის ჩარლზ დე ჯაგერს (Charles de Jaeger). ეს ხუმრობა გახდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ხუმრობად 1 აპრილს. 537 8-ს მოსწონს
|