სხვა გროზნოში ის ცათამბჯენი იწვის,სადაც ბინა დეპარდიეს აჩუქეს(ვიდეო) 2013, 3 აპრილი, 20:43 ჩეჩნეთის რესპუბლიკის სიამაყე, რომელმაც თითქმის მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი, ცათამბჯენი"გროზნო-სიტი" იწვის.სახანძროში ინფორმაცია 3 აპრილს18:15 წუთზე შევიდა, ცეცხლი მე-4 -10 სართულებში გაჩნდა.მაცხოვრებლებს ევაკუაცია გაუკეთეს, მსხვერპლი არაა.ცეცხლი უფრო მაღლა მიემართება და შესაძლოა 27-ე სართულსაც მისწვდეს, სადაც ჟერარ დეპარდიეს 5 ოთახიანი ბინაა განთავსებული.ექსპერტები შიშობენ, რომ თუ ცეცხლი მაღალ სართულებზე გავრცელდა ხანძარს ვერ ჩააქრობენ, საქმე იმაშია რომ გროზნოში არაა ტექნიკა, რომელიც 30-ე სართულს მისწვდება. 114 5-ს მოსწონს
|