ქალი რას მიგვანიშნებენ ხალები. 2013, 31 მარტი, 22:15 ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ხალი არ უმშვენებდეს სახეს ან სხეულის რომელიმე ნაწილს.ზოგიერთის აზრით, ხალი ამსშვენებს ადამიანს, ზოგიერთის აზრით კი პირიქით.არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხალის ფორმით და ადგილმდებარეობით შეიძლება მისი ბედის წინასწატმეტყველება და ხასიათის ამოცნობა.
მიჩნეულია, რომ ხალი რაც უფრო დიდია მით უფრო მრავალმნიშვნელოვანია, ასევე თუ ფორმით მრგვალია სიკეთის მომასწავებელია. ამობურცული ხალი კარგია, ხოლო ოვალური კი წარუმატებლობის ნიშანია.
იმის დასადასტურებლად სწორია თუ არა მოსაზრება ხალის ადგილმდებარეობასა და ადამიანის ბედზე ურთიერთდამოკიდებულებას შორის, მოვიმარჯვოთ სარკე ხელში და დავაკვირდეთ ჩვენი ხალის მდებარეობას.
ცხვირზე ხალი საქმეში წარმატებას ნიშნავს.
მარჯვენა ლოყაზე- იღბლიანი ქორწინების მაჩვენებელია. მარცხენაზე- პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის. თვალის კუთხეში-მეტყველებს თქვენს მშვიდ ხასიათზე. ტუჩების მიდამოებში- თქვენს უპასუხისმგებლობაზე. ყელზე- თქვენ გელით სიმდიდრეში ცხოვრება. მკერდზე- თქვენ ტემპერამენტიანი ხართ. ხელისგულზე- დამოუკიდებლობის შრომისმოყვარეობის და ერგულების ნიშანია. ხელის მტევანზე -წარმატებული კარიერა გელით. თეძოზე- ძლიერი და ჯანმრთელი შთამომავლობა გეყოლებათ. მარჯვენა ტერფზე-თქვენ გიყვართ მოგზაურობა. მარცხენა ტერფზე-თქვენ ძალიან მიხვედრილი ხართ. 706 7-ს მოსწონს
|