მუსიკა სტოკჰოლმში ABBA-ს მუზეუმი იხსნება 2013, 31 მარტი, 13:15 მუზეუმი სტოკჰოლმის მახლობლად 40 კილომეტრში იხსნება, იურგორდენის კუნძულზე.მუშაობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს, იგი არა მარტო ქალაქის, არამედ ქვეყნის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა უნდა გახდეს, როგორც მუზეუმის დირექტორმა მატიას ჰანსონმა განაცხადა, "მუზეუმში შესვლისას დამთვალიერებლებმა ABBA-ს მეხუთე წევრად უნდა იგრძნონ თავი.მუზეუმში იქნება სცენა, სადაც ჯგუფის წევრებს ჰოლოგრამული გამოსახულებით უყურებთ და მოუსმენთ კონცერტს, შეგიძლიათ ჩვენთან ერთად იმღეროთ და იცეკვოთ".პარალელურად იხსნება "შვედური მუსიკის დიდების დარბაზი", სადაც შეგიძლიათ სხვა წარმატებულ შვედურ მუსიკოსებს გაეცნოთ-Roxette, Europe, Swedish House of Mafia და სხვა.მუზეუმის გახსნის იდეა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიბადა, თუმცა მაშინ იდეა იდეად დარჩა.თვითონ ჯგუფ ABBA-ს წევრები თავიდან ეჭვის თვალით უყურებდნენ მსგავს წამოწყებას, "არ მინდა სიცოხლეშივე გავხდე მუზუმის არტეფაქტი" განაცხადა ჯგუფის წევრმა ბიორნ ულვეუსმა. ჯგუფი ABBA 1972 წელს შეიქმნა, იარსება 10 წელი, პირველ დიდ წარმატებას ანსამბლმა 1974 წელს "ევროვიზიის" კონკურსზე მიაღწია, სიმღერა "Waterloo"-თი იგი გამარჯვებული გახდა.დღეს-დღეობის მთელს მსოფლიოში მათი 400 მილიონი ჩანაწერია გაყიდული და ყველა დროის ერთ-ერთ პოპულარულ შემსრულებლებად ითვლებიან.გაყიდული დისკების რაოდენობით მათ მხოლოდ "ბითლზი", ელვის პრესლი და მაიკლ ჯექსონი ასწრებს.მუსიკალური ფილმი "Mamma Mia!, გახდა მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე წარმატებული მიუზიკლი.ფილმი 50 მილიონმა ადამიანმა ნახა. 20 2-ს მოსწონს
|