კალათბურთი ზაზა ფაჩულიასთვის სეზონი დასრულდა, ის ალბათ ვერც ევრობასკეტზე ითამაშებს 2013, 31 მარტი, 4:24 ოთხშაბათს "ატლანტა ჰოუქსის" და საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდიზაზა ფაჩულია აქილევსის მყესის ოპერაციას იკეთებს. სამწუხაროა, მაგრამ მისთვის არა მარტო სეზონი დასრულდა, არამედ დიდი ალბათობით, ზაზა საქართველოს ნაკრებსაც დააკლდება ევროპის ჩემპიონატზე. ზაზას 3 მარტის შემდეგ არ უთამაშია ტრავმის გამო. კლუბის ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ოპერაცია აუცილებელია. როგორც "სპორტს ილუსტრეიდი" წერს, ასეთი ოპერაციის შემდეგ, სრულ გამოჯანმრთელებამდე 6 თვეა საჭირო. ევროპის ჩემპიონატი კი 4-22 სექტემბერს სლოვენიაში გაიმართება. ასე რომ, თუ ფაჩულიას გამოჯანმრთელებას მართლაც 6 თვე დასჭირდა, საქართველოს ნაკრები ფინალურ ეტაპზე თავისი ლიდერის გარეშე ითამაშებს. 34 3-ს მოსწონს
|