ისტორია არ დავივიწყოთ შინდისის გმირები 2013, 12 აგვისტო, 20:41 11 აგვისტოს შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსეთის ასეულთან. ბრძოლა ერთი საათი გაგრძელდა, ქართველები შენობას აფარებდნენ თავს. რუსები ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის ტანკებიდანაც. ქართველები ბოლომდე იბრძოდნენ და გმირულად დაიღუპნენ. ადგილი სადაც 17 ჯარისკაცი შეეწირა პატარა მემორიალია მოწყობილი. 11 აგვისტოს ნათესავები, ადგილობრივები, უბრალო მოქალაქეები მიდიან და პატივს მიაგებენ დაღუპულ გმირებს. 509 7-ს მოსწონს
|