ფეხბურთი უეფამ ფერგიუსონი და ნანი დასაჯა 2013, 23 მარტი, 22:05 უეფას დისციპლინარულმა კომიტეტმა გუშინ სერ ალექს ფერგიუსონსა და ნანის ვერდიქტი გამოუტანა. საქმე ეხება 5 მარტს გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის დაპირისპირებას, რომელშიც "წითელმა ეშმაკებმა" მადრიდის რეალი მიიღეს. იმ მატჩში ნანიმ წითელი ბარათი მიიღო არბელოასთან უხეშობის გამო, არბიტრის ამ გადაწყვეტილებამ ბევრის განრისხება გამოიწვია, მათ შორის სერ ალექსისაც. უეფამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ბევრი პროტესტის მიუხედავად ნანის წითელი ძალაში დარჩა და მას ევროთასებზე ერთი მატჩის გამოტოვება მოუწევს, აი ფერგიუსონს კი 10 000 ევროთი დააჯარიმებენ. 59 2-ს მოსწონს
|