რელიგია პატრიარქის განცხადება 2013, 31 მარტი, 2:49 მთავარანგელოზთა სახელობის მამათა სამონასტრო კომპლექსი.. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორეს განცხადებით, "დარიალის ხეობაში აშენებული მონასტერი საქართველოს დაცვა იქნება". "მონასტერი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე იხსნება და ეს შემთხვევითი არ არის. ეს საქართველოს დაცვა იქნება", - ბრძანა პატრიარქმა და მრევლს მოუწოდა, "ვისაც საშუალება აქვს, მონასტერში ერთი ტომარა ფქვილი, ერთი ბოთლი წითელი ღვინო და ერთი ბოთლი ზეთი წაიღონ, რაც არა მხოლოდ მონასტრისთვის, არამედ თავად ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა მნიშვნელოვანი". 125 3-ს მოსწონს
|