სხვა ,,იყო პერიოდი როცა, მიყვარდა და მასაც ვუყვარდი''ქონდროდისტროფიით დაავადებული. 2013, 30 მარტი, 15:51 8 თვის იყო როცა ექიმებმა ქონდროდისტროფიის დიაგნოზი დაუსვეს, მისმა კიდურებმა ზრდა შეწყვიტა.ახლა სიმაღლეში 1 მეტრი და 18 სანტიმეტრია.მშობლების დამსახურებად მიიჩნევს იმას, რომ აღნაგობის გამო, საზოგადოებაში თავი უხერხულად არ უგრძნია.წარმატებული მოსწავლე და სტუდენტი იყო.ამბობს, რომ მის მდგომარეობას ხელი არაფერში შეუშლია, თუ არ ცავთლით იმას, რომ ოჯახი ვერ შექმნა.ჩემი რესპოდენტი ლალი ამაღლობელი საოცრად კეთილი და თფილი ქალბატონია.ის შემთხვევით ქუჩაში გავიცანი, რამდენიმე დღის შემდეგ კი შინ ინტერვიუს ჩასაწერად ვეწვიე.და აი ინტერვიუ.
ჩემი გვარი წარმოშობით ქუთაისიდანაა, მაგრამ თბილისში დავიბადე და გავიზარდე, კარგი ბავშვობა მქონდა, მშობლებისა და ძმის ზრუნვა და სიყვარული არ მაკლდა.ჩემს მდგომარეობას განიცდიდნენ, მაგრამ არ მაგრძნობინებდნენ...8 თვის ასაკში მშობლებმა შეამჩნიეს, რომ კიდურები არ მეზრდებოდა.ჩემს დიაგნოზს ქონდროდისტროფია ჰქვია(კიდურების ზრდის ფუნქციების დარღვევა).ექიმებთან კი მატარეს, მაგრამ მედიკოსებმა მიზეზი ვერ დაადგინეს.არც გენეტიკის ბრალი აღმოჩნდა, რადგან სანათესავოში ჩემნაირი ტანმორჩილი არავინაა.ექიმები ვარაუდობდნენ, შესაძლო პრობლემა მშობლების სისხლის შეუთავსობამ გამოიწვია, დედას რეზუს უარყოფითი ჰქონდა მამას- დადებითი.მათ პირველი შვილი დაბადებიდან 2 დღეში დაეღუპათ...მოკლედ, ჩემს გამოსაჯანმრთელებლად ცდა არ დაუკლიათ, მაშინ საზღვარგარეთ გამგზავრება, ასე ადვილი, როგორც დღესაა, არ იყო და 3-4 წლის ასაკში მოსკოვისა და ლენინგრადის ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტში მიმკურნალეს.მაგრამ...
ე.ი იმედს ვერ გაძლევდნენ?
იმედი არასდროს მოუციათ...ამ დაავადების შესახებ, ბოლო დროს ინტერნეტში ბევრი რამ წავიკითხე.მთავარი კი ის არის, რომ მის მიმართ მედიცინა დღესაც უძლურია...დედა წარმატებული ინჟინერი იყო.სანამ სკოლაში არ მივედი, არ მუშაობდა, მივლიდა, მერე მუშაობა ჩემს სკოლაში, ხაზვის მასწავლებლად დაიწყო.არც თანაკლასელებისაგან მიგრძნია და არც ჯგუფელებისაგან, რომ მათგან განსხვავებული ვიყავი.ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას ხელი არც სწავლაში შეუშლია, სკოლა-ოქროს მედლით და ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დავამთავრე.მხოლოდ ეგ არის, რომ ოჯახი ვერ შევქმენი.საზოგადოება ინვალიდების მიმართ ტოლელანტურია.ადრე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები უფრო ჩაკეტილად ცხოვრობდნენ ვიდრე-დღეს.სკოლა რო დავამთავრე, მოაკოვში მინდოდა სასწავლებლად წასვლა, მაგრამ მამამ არ გამიშვა.ის ჰიდროტექნიკოსი იყო, ჰესებს აშენებდა, მოგვიანებით სამეცნიერო საქმიანობას მიჰყო ხელი, დისერტაცია დაიცვა.
თქვენ რა პროფესიას დაეუფლეთ? ''გეპეიში'' ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი დავამთავრე.შემდეგ მინდლის სახელობის საკავშირო ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა-ჯერ ინჟინრად, შემდეგ წლებში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. მოგვიანებით მეცნიერ-თანამშრომელი გავხდი. იქ 23 წელი გავატარე, 1992 წელს ინსტიტუტი დაიშალა. მას შემდეგ რას საქმიანობთ? ჩემი ჰობი ქსოვაა, ახლა ჩემი მოქსოვილი ტანსაცმელი მაცვია.ნებისმიერ სამოსს, რომელსაც შევიძენდი, გადაკეთება სჭირდებოდა. მათ ჯერ დედა მიკეთებდა, მერე მეც მასწავლა.ჩხირებით ქსოვაც დავიწყე ამისთვის კი სპეციალურ კურსებზე ვიარე. რამდენ ქვეყნაში ხართ ნამყოფი? 15-ში.აზიური ქვეყნები ნაკლებად მიზიდავს, ევროპა უფრო მაინტერესებს.ცოტა ხნის წინ, საშუალება მომეცა საფრანგეთში მემოგზაურა. რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება? კომუნისტების პერიოდში ჩეხეთიდან სასიამოვნოდ გაოცებული ჩამოვედი, ბოლოს საფრანგეთში ვიყავი და ეს ქვეყანაც ძალიან მომეწონა. ქალბატონო ლალი ოჯახის შექმნაზე არ გიფიქრიათ? ამაზე, როგორც ყველა გოგო, მეც ვფიქრიბდი.იყო პერიოდი, როცა მიყვარდა და მასაც ვუყვარდი, ასაკით ჩემზე ცოტა უმცროსი იყო, მაგრამ...დღეს ჩვენ მეგობრები ვართ მან ოჯახი სხვასთან შექმნა. მასაც თქვენნაირი პრობლემა ჰქონდა? არა, უბრალოდ ტან დაბალი კაცი იყო.ძალიან ცუდია, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის სპეციალიზებური კლუბები, ისეთები, როგორებიც ამერიკაშია, ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში არსებობს. და ბოლოს რას გვეტყვით? მინდა იმ დამიანებს მივმართო, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, გული არ გაიტეხონ, შემართებით იყვნენ და ამ ცხოვრებაში საკუთარ ადგილს აუცილებლად იპოვიან.სახლებში არ ჩაიკეტონ.ქუჩაში რეპლიკაზე რეაქცია არასოდეს მქონია, ბავშვობაში დედა მარიგებდა, -ასეთ ადამიანებს ყურადღება არ უნდა მიაქციო.ისინი უბრალოდ ვერ გრძნობენ იმას რასაც შენ და სენნაირი ვერასოდეს გახდებიანო. 43 შეფასება არ არის
|