სხვა ''სიძე -ხელებისა და ფეხების გარეშე''...... 2013, 16 თებერვალი, 17:54 ნიკ ვუიჩიჩს საოცრად ძლიერი ხასიათი აქვს.მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან ხელ-ფეხი არა აქვს, ისეტი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს, ბევრ ჩვენგანს შეშურდებოდა კიდეც.უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ ნიკმა ცოლი შეირთო.მისი რჩეული ძალზედ სექსუალური, აზიელი ქალია.ამ ქორწინების ამსახველი, მრავლისმეტყველი ფოტოსურათიც არსებობს მათი ხილვის შემდეგ ვერავინ იტყვის, რომ ფიზიკური ნაკლი შესაძლოა მარტოობის მიზეზი იყოს. ნიკ ვუიჩიჩს ოდესღაც სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სურდა, მაგრამ შემდეგ მთელ მსოფლიოში ქადაგება დაიწყო.ქადაგების დაწყების წინ დამხმარეს ნიკი სცენაზე გაჰყავს და ამაღლებულ ადგილზე ასვლაში ეხმარება.ნიკი თავისი ცხოვრების ამბის მოყოლას იწყებს იმის შესახებ, რომ ქუჩაში ხალხი გაოცებული შესცქერის.როდესაც ბავშვები მასთან მიდიან და ეკითხებიან რა დაგემართაო?-ჩახლეჩილი ხმით პასუხობს ყველაფერი სიგარეტის ბრალია.შეიძლება თქვენც ასე დაგემართოთო...შემდეგ მაგიდაზე სახით ეცემა და განაგრძობს:''ცხოვრებაში ხშირად ხდება-ეცემი, გგონია, რომ წამოდგომისთვის ღონე აღარ შეგწევს და ფიქრობ, გაქვს თუ არა რამის იმედი...მე არც ხელები მაქვს და არც ფეხები!ასჯერაც რომ ვცადო წამოდგომა, თითქოს არაფერი გამომივა, მაგრამ ყოველი მარცხის შემდეგ იმედს არ ვკარგავ.კიდევ და კიდევ ვცდი.მინდა იცოდეთ, მარცხი ყველაფრის დასასრული არ არის!მთავარია, ფინიშამდე როგორ მიაღწევთ.გსურთ, ფინიშთან ძლიერნი მიხვიდეთ?მაშინ თქვენს თავში წამოდგომის ძალა იპოვეთ!''-ნიკი მაგიდას შუბლით აწვება, მხრებს იშველიებს და დგება... ცოტა ხნის წინ კი ნიკი დაქორწინდა.ოდესღაც ამბობდა:''ვფიქრობდი, ჩემგან როგორი ქმარი დადგება, როდესაც ცოლს ხელსაც კი ვერ ჩავკიდებ?მაგრამ სიმართლე არ არის, როდესაც ფიქრობ რომ ცუდი ხარ.სიცრუეა იმის გაფიქრება, რომ არაფრად ღირხარ რამდენ ადამიანს გონია, რომ არარაობაა!..დიახ, მე ხელები არ მაქვს და ცოლთან ერთად ხელიხელჩაკიდებული ვერ ვივლი, მაგრამ როდესაც მოვა ჟამი და ღმერთი ცოლს მომცემს, მის შენარჩუნებას გულით შევძლებ''.და ასეც მოხდა! 78 2-ს მოსწონს
|