x
მშობლების ტყვე

23 წლის ვენი იუნი იძულებულია, მშობლების ნებას დაემორჩილოს და მთელი ცხოვრება ხის გალიაში გაატაროს.მამამ და დედინაცვალმა მისი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქციეს.მიაჩნიათ, რომ მათი ქმედება შვილს სარგებლობას მოუტანს.დედინაცვლის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 1991წელს, 2 წლის ბიჭუნამ სახლის გარშემო ხოხვისას მდუღარე წყლით სავსე ქვაბი გადმოაპირქვავა და თავზე დაიმხო.მაშინ ბავშვმა საშინელი დამწვრობა მიიღო და მამამ სასტიკ ზომებს მიმართა.თვითონვე ააგო ხის გალია და ბავშვი იქ გამოკეტა.23 წლის განმავლობაში ვეის თანატოლებთან კონტაქტი არ ქონია, სკოლაში არ უვლია და შესაბამისად, არც წერა-კითხვა იცის.უფრო მეტიც-დანაწევრებულად მეტყველება უჭირს.მამას ერთხელაც კი არ განუახლებია და გაუფართოებია გალია.23 წლის ახალგაზრდა ძლივს ეტევა მომცრო ზომის ხუხულაში.დედინაცვალი მიწის სამუშაოებითაა დაკავებული, ამიტომ მოუცლელობის გამო იშვიათად გამოჰყავს გალიიდან, რომ აბანაოს და ტანისამოსი გამოუცვალოს.ჩინეთის ხელისუფლების ყურამდე ამ ამბავმა ახლახან მიაღწია და განხილვას შეუდგნენ.image

ვენი იუნის ბავშვობა.

4
121
1-ს მოსწონს
ავტორი:თებრო
თებრო
121
  
2013, 18 თებერვალი, 18:09
მართლა საშინელი დანაშაულია რომელსაც გამართლება არა აქვს.მთავრობა უკვე ჩაერტთო ამ საკიტხში და იმედია ყველაფერი გაირკვევა და ვენს დაეხმარებიან.
2013, 18 თებერვალი, 18:07
მართალი ხართ ეს უფრო სხვა მიზეზი იქნება დედინაცვალს სხვა მოტივი ქონდა ამას რო აკეთებდა
2013, 18 თებერვალი, 16:13
საშინელებაა!ეს არის დანაშაული,რომლის გამართლება არ შეიძლება.ჩემი აზრით,მთავრობად დედინაცვალი და მამა უნდა დააკავოს და სამუდამოდ უნდა ჩასვან ციხეში.
2013, 17 თებერვალი, 18:26
საწყალი რამდენი დებილია ამ ქვეყნად 2 წლისამ გადაისხა წყალი 23 წლის უკვე მოტვინავს რომ ცხელი წყალი არ უნდა გადაისხას ჩემი აზრით ეგ ყველაფერი მხოლოდ მაგ მიზეზის გამო არ მომხდარა და ეს ყველაფერი დედინაცვალის ინიციატივა იყო
0 1 4