x
ქალთევზა -მითი თუ სინამდვილე?გაიგეთ და დარწმუნდით.....

თევზის კუდიანის მსგავსი არსების მუმიფიცირებული ნაშთი ინგლისის ბუქსტონ მუსეუმ-ში ინახება.დაახლოებით 40-სანტიმეტრიანმა საშინელმა არსებამ მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო. ე.წ ბაქსტონის ქალთევზას კვლავ ლინკონისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების მეცნიერებმა და სტუდენტებმა ერთდროულად დაიწყეს და ქალთევზას ასაკის დასადგენად ქსოვილის გენეტიკური ანალიზის გაკეთებაც კი დაგეგმეს.

ნამდვილია თუ არა ქალთევზა?არის თუ არა მუმია იმ მითური ტომის წარმომადგენელი, რომლის შესახებ მეთევზეები და მეზღვაურები უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში მოგვითხრობენ?

პასუხი უკვე ცნობილია.უხტონ ერმაიდ ყალბია.რენტგენმა აჩვენა, რომ მუმიის ნეკნები მავთულისგან არის დამზადებული, სხეულის ზედა ნაწილის ზოგიერთი დეტალი კი ხისაა.თმა ადამიანისაა, კუდი-თევზის.მასალის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქალთევზა 60%ადამიანია, 40%-ითთევზი.დნმ-ის ანალიზი გვიჩვენებს, თუ კონკრეტულად თევზის რომელი ჯიში იყო გამოყენებული და რომელ წელს დამზადდა ქალ თევზა, -ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერი, ხუანიტა ხოლისი.მეცნიერები ამბობენ რომ 19-ე საუკუნეში ქალთევზას მუმია არცთუ ისე იშვიათი''საქონელი''იყო.მათ აღმოსავლეთში, ძირითადად იაპონიაში ამზადებდნენ და ნამდვილ ქალ თევზად ასაღებდნენ.ბევრს ჯეროდა, ზოგს კი ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ მაინც ყიდულობდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ქალთევზას მუმიას წარმატების მოტანა შეეძლო.

ბუქსტონ მერმაიდის ანუ მდედრი ქალთევზას კვლევის დასრულების შემდეგ, მეცნიერები მისი ''მეგობრის'', მამრობითი სქესის მუმიის კვლევას აპირებენ, რომელიც ლონდონის ჰორნიმან მუზეუმში ინახება.1982წლამდე ეგზემპლარი ლონდონის მედიცინის ისტორიის მუზეუმის ვიტრინაში იყო გამოფენილი.კვლევის დასრულების შემდეგ ისინი კვლავ ''შეხვდებიან ერთმანეთს''და ბუქსტონის მუზეუმში დაიდებენ ბინას.ქალთევზაimage

0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:თებრო
თებრო
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0