საზოგადოება კიმ კარდაშიანის უგემოვნო ჩაცმულობა 2013, 29 მარტი, 17:50 კიმ კარდაშიანის ბიზნეს გრაფიკს უამრავი საქმე და საზრუნავი დაემატა. იგი ორსულადაა და როგორც იქნა ოფიციალურად გაეყარა თავის ყოფილ მეუღლეს. კიმი ქორწილისთვის ემზადება და ცოლად კენი უესტს მიყვება. ყველაფერ ამის გადამკიდე, კიმს ეტყობა გარდერობის შეცვლა დაეზარა, რადგანაც ფეხმძიმობის მეექვსე თვეზე ისევ ძველ ტანსაცმელს იცვამს. მოკლე ქვედაბოლოები, დეკოლტე და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი მისი მუდმივი სტილია. ამერიკული ტელეარხში ''დილა მშვიდობისა ამერიკა'-ში, კარდაშიანი მოკლე კაბაში გამოწყობილი გამოცხადდა. ამ ჩაცმულობამ, კიმის საოცრად მომატებული სხეული აშკარად გამოკვეთა. მან თავის პირით აღიარა, რომ უკვე 10 კილოგრამი მოიმატა. 102 7-ს მოსწონს
|