საზოგადოება კაცი სახელად ციკლოპი 2012, 12 დეკემბერი, 14:18 მუჰამედ ლატიფი, რომელიც ცნობილია, როგორც უსახო კაცი, ცხოვრობს ინდოეთში. 32 წლის მუჰამედმა განუცხადა ერთ-ერთ გაზეთს, რომ მისი 27 წლის ცოლი სალიმა, იმყოფება ფეხმძიმობის მეშვიდე თვეზე. უსახო კაცი ნერვიუოლობს თავის ავადმყოფობაზე და შიშობს რომ თავის მომავალ ბავშვს გენეტიკურად არ გამოყვეს საშინელი დაავადება. იგი უამბობს ერთ-ერთ გაზეთს:''იმის გამო, რომ ფული არ მქონდა იშვიათად დავდიოდი ექიმებთან მაგრამ მათ არასდროს უთქვამთ, რომ ჩემთვის შვილის ყოლა არ შეძლებოდა. დავრჩი მხოლოდ ღმერთის იმედად, იქნებ ჯანმრთელი შვილი მეყოლოს''. მუჰამედმა მოუყვა ჟურნალისტს, რომ იგი დაიბადა სახეზე მეჭეჭით. შემდეგ მეჭეჭი კატასტროფულად იზრდებოდა. იგი ყვება:''ბავშვობაში ჩემთან თამაში არავის უნდოდა, ყველა გამირბოდა. როცა მარცხენა თვალი მთლიანად დაფარა მეჭეჭმა მე-ციკლოპი შემარქვეს. დედაჩემი ჩემს დანახვაზე დღემდე ტირის''. მუჰამედი ყველაზე პატარაა დედმამიშვილებს შორის და ერთადერთი ამ ავადმყოფობით. ინდოეთში, მაღალმთიან რაიონში ცხოვრობს და პურის ფულს მოწყალებით შოულობს. 2008 წელს დაქორწინდა ინვალიდ გოგოზე (სალიმას ერთი ფეხი არ აქვს). როცა მუჰამედზე ფეხმძიმედ იყო დედამისი, მან მზის დარტყმა მიიღო. ექიმები ამ ფაქტს უკავშირებენ მუჰამედის დაავადებას 773 9-ს მოსწონს
|