საზოგადოება ადამიანის ხორცის მაღაზია ლონდონში 2012, 4 ოქტომბერი, 23:54 ცოტახნის წინ ლონდონში გაიხსნა ხორცის მაღაზია, სადაც გასაყიდად წაროდგენილი იყო, ადამიანის სხეულის ნაწილები. მსურველს შეეძლო ეყიდა ადამიანის ფეხი, ხელი, ყური და სხეულის სხვა კიდურები სურვილისდა მიხევით. წინასწარ დასკვნებს ნუ გააკეთებთ, რადგან ეს იყო რეკლამა, ვირტუალური თამაშის შემქმნელებისგან (Resident Evil Capcom). ეს ყველაფერი მოგვაგონებს სცენებს, საშინელებათა ფილმებიდან. ადამიანის კიდურები დაფასოებულია და საჯაროდ არის გატანილი გასაყიდად. ზოგი კიდური რკინის კაუჭზეა ჩამოკიდებული, ორგანოები კი დევს რკინაზე, როგორც მორგში. ადამიანის ხელი შეგიძლიათ შეიძინოთ 5.99 ევროდ, ფეხები კი ცოტა ძვირი 6 ევრო ღირს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი საქონლის ხორცისგან არის გაკეთებული. გარეგნობით კი ადამიანის სხეულს ძალიან ჰგავს. მთავარი აზრი იმაში იყო, რომ კარგი რეკლამა ყოფილიყო თამაშისთვის. ესეც მოხდა მოკლე დროში დიდი ხმაური ატყდა ამ ამბის გარშემო, რამაც დიდი პოპულარობა მოუტანა თამაშს. 2474 14-ს მოსწონს 3-ს არა
|