საბუნებისმეტყველო საინტერესო ფაქტები ცისარტყელაზე 2013, 29 მარტი, 10:47
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე საინტრესო ფაქტს ცისარტყელაზე. ცისარტყელა უძველესი დროიდან იპყრობდა ადამიანის ყურადღებას. ბიბლიაში ის ფიგურირებს, როგორც ღმერთის მიერ ადამიანებისთვის მიცემული ნიშანი პატიებისა და შერიგებისა. ინგლისელი ფილოსოფოსი როჯერ ბეკონი ფიქრობდა, რომ ცისარტტყელას ფერები თვალის სისველით გამოწვეული სუბიექტური მოვლენაა. ცისარტყელის შესახებ პირველი თეორია მოგვცა 1637 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა, მათემატიკოსმა რენე დეკარტმა. ცისარტყელა ჩნდება იმოტომ, რომ სინათლის სხივი გარდატყდება წვიმის ან ნისლის წყლის წვეთებში, რომლებიც ჰაერში ლივლივებენ. ეს წვეთები სინათლეს სხვადასხვა ფრად გადახრის. დედამიწიდან ცისარტყელა, ჩვეულებრივ, რკალივით გამოიყურება, რაც უფრო მაღლიდან ვუმზერთ, მით უფრო გაღუნულია ცისარტყელა (მთიდან ან თვითმფრინავიდან შეიძლება ცისარტყელას წრეც კი დაინახო). ცისარტყელაში ფერების თანმიდევრობა ისეთივეა, როგორც სინათლის სპექტრში, გარე წრეზე განლაგებულია წითელი, შიდა წრეზე -კი იისფერი. ცისარტყელის მსგავსი მოვლენა შეიძლება დაინხოთ შადრევნის, ჩანჩქერის შხეფებში.
1013 18-ს მოსწონს
|