საბუნებისმეტყველო მიწისძვრები 2013, 28 მარტი, 10:47 ამ სტატიაში გესაუბრებით მიწისძვრების შესახებ და გაგაცნობთ რამოდენიმე საინტრესო ფაქტს. მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც ადამიანს უდიდეს ზარალს აყენებს. კატასტროფული მიწისძვრები იშვიათია - საშუალოდ წელიწადში ათმდეა, დამანგრეველი ბიძგები - ასამდე. შენობების და ქვების დამზიანებელი მიწისძვრები - ათასამდე, ბიძგები რომლებიც არ იწვევენ დაზიანებას - ათი ათასამდე, სუსუტი ბიძგები კი წელიწადში ასი ათასამდეა.
იაპონიაზე მოდის მსოფლიოში მომხდარი მიწისძვრების მეოთხედი. 1959 წელს იაპონიაში დარეგისტრირდა 930 მიწისძვრა, ეს "მშვიდ" წლად ითვლება. 1930 წელს მიწისძვრების რაოდენობამ 5 744 მიაღწია. ტაჯიკეთში სეისმოგრაფი ყოველ წელს ათასამდე მიწისძვრას აფიქსირებს. მიწისძვრის დროს ყოველი ბიძგის ხანგრძლივობა წამებით იზომებამ, მაგრამ ზოგჯერ ბიძგები გრძელდება შესვენებით, რამოდენიმე დღის, თვის ან წლის განმავლობაში. ასე მაგალითად, ალმა-ათის მიწისძვრა დაიწყო 1887 წლის 28 მაისს და 3 წლამდე გრძელდებოდა, ამ დროის განმავლობაში აღინიშნა რამოდენიმე ასეული მიწისქვეშა ბიძგი. 200 15-ს მოსწონს
|