წინა კვირას დევიდ ბექჰემმა გერმანიასა და იაპონიაში იმოგზაურა და თავისი ოჯახი ძალიან მოენატრა. სახლში დაბრუნებისთანავე 37 წლის ფეხბურთელმა თავისი 2 წლის გოგონა სასეირნოდ გაიყვანა. ბექჰემის ბიჭები, რომეო და კრუზი ამ დროს სკოლაში იყვნენ და ვერ შეძლეს მათთან ერთად სეირნობა. იმ დროს ბრიტანეთში ცუდი ამინდი იყო და მამა-შვილი სპორტული ქურთუკებში გამოეწყვნენ.
სხვათა შორის სპორცმენი გასულ წელს ყველაზე გემოვნებიან მამაკაცად დასახელდა. სასეირნოდ გამოსული მამა და შვილი წითელ და ლურჯ ფერებში იყვნენ გამოწყობილნი და არა მარტო თანამედროვედ არამედ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ.