x
image
ალეკსანრდე 13
ა.შ.შ - ში მძღოლმა - ძაღლმა ადამიანი გაიტანა
image ეს უცნაური შემთხვევა პენსილვანიის შტატში მოხდა.პატრონის ავტომობილის საჭესთან მჯდომმა ძაღლმა კინაღამ გამვლელი მოკლა.








ინციდენტი მოხდა 26 მარტს იორკში.პოლიციის განცხადებით, ძაღლის პატრონებმა მანქანა გააჩერეს და თვითონ თავის საქმეებზე წავიდნე, ხოლო ძაღლი მანქანაში დატოვეს.რამოდენიმე ხნის შემდეგ მანქანა ადგილიდან დაიძრა.


სამართალდამცავები ვარაოდობენ, რომ მოწყენილი ძაღლი მძღოლის სავარძელზე გადმოძვრა და შემთხვევით სატერფულს დააწვა.ავტომობილი ნელა მოძრაობდა, მაგრამ მაინც სახიფათო იყო გარშემომყოფთათვის.


მანქანის ქაოსური მოძრაობა შეამჩნია გამვლელმა, რომელმაც ყველა ღონე იხმარა მანქანის გასაჩერებლად, რომელიც მოშორებით გაჩერებული სატვირთოსკენ მიექანებოდა.მას არაფერი გამოუვიდა და თვითონ ორ მანქანას შორის აღმოჩნდა მოყოლილი.რის შედეგადაც თავის ტრავმა მიიღო და გონება დაკარგა.



დაზარალებული სხვა გამვლელებმა შეამჩნიეს, რომლებმაც პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.ამ დროისათვის დაზარალებული საავადმყოფოში იმყოფება.მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ყოველი შეთმხვევისთის ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.


ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა სანქციები იქნება მიღებული ავტომობილის დაუდევარი მფლობელების წინააღმდეგ.

0
68
12-ს მოსწონს
ავტორი:ალეკსანრდე 13
ალეკსანრდე 13
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0