სხვა რიანა,ამერიკა - კანადის საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერების გადატანას ცდილობდა. 2013, 22 მარტი, 18:43 ცნობილი მომღერალი დიდი ხნის წინ იყო შემჩნეული აკრძალული პრეპარატების მოხმარებაში.რიანა რამდენჯერმე დაადანაშაულეს მარიხუანის მოხმარებაში, პოლიციის განყოფილებაშიც კი ჰყავდათ მიყვანილი, მაგრამ მომღერალი მაინც არ ანებებს თავს მარიხუანას და კამერებთანაც კი ეწევა. ამჯერად კი რიანა უფრო შორს წავიდა და შეეცადა ნარკოტიკული ნივთიერება ამერიკა - კანადის საზღვარზე გადაეტანა.საზღვარზე, სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა იყნოსეს აკრძალული პრეპარატი და ამის გამო მომღერლის 10 ავტობუსი, რომლებშიც აპარატურა, ტანსაცმელი და შოუს რეკვიზიტები გადაჰქონდათ გააჩერეს და გაჩხრიკეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ერთერთ ავტობუსში მარიხუანის გარკვეული რაოდენობა აღმოაჩინეს. თვითონ მომღერალი თვითმფრინავით გადაადგილდებოდა, ამიტომ ჯერჯერობით დაზუსტებით არ არის ცნობილი ვის ეკუთვნოდა მარიხუანა. 46 7-ს მოსწონს
|