სხვა იტალიელმა მამაკაცმა, თავისი ავტომობილი ცულით დაჩეხა 2014, 12 ნოემბერი, 18:33 იტალიის ქალაქ ლისსონეს მცხოვრები, 35 წლის სპარტაკო კაპონი, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან თავისი "Fiat 500" - ი ცულით დაჩეხა. ამ ვანდალური აქტის მიზეზი გახლავთ ის, რომ კაპონმა რამოდენიმე მცდელობის შემდეგ ვერ შეძლო მანქანის ძრავის ამუშავება.ამის გამო მან სამსახურში დააგვიანა, სადაც აქამდეც ჰქონდა პრობლემები დაგვიანებასთან დაკავშირებით.გაცოფებულმა იტალეილმა, მეტი ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ აიღო ცული და გააფთრებულმა დაიწყო მანქანის ჩეხვა.მან დააზიანა მანქანის კორპუსი, ჩაამსხვრია მინები და გვერდითა სარკეები დაჭრა. ამ სანახაობით შოკირებულმა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, რომელსაც კაპონი ჩვეულებრივი ვანდალი ეგონა, მაგრამ კაპონმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ ის არის ამ დაჩეხილი მანქანის პატრონი.პოლიციამ ის მაინც დააპატიმრა და ჰოსპიტალში გადაიყვანა.ექიმ - ფსიქიატრთან გასაუბრების შემდეგ, მას დაუსვეს დიაგნოზი - "სტრესული მდგომარეობა".კაპონი რამოდენიმე დღით ჰოსპიტალში დატოვეს და დამაწყნარებლები გამოუწერეს. P.S რამდენად მიუძღვის ბრალი ამ ინციდენტში "Fiat" - ს დაზუსტებით ცნობილი არ არის. 68 7-ს მოსწონს
|