ნამცხვრები "სუფთა ნარჩენებისგან" დამზადებული სამარხვო პეროგი 2013, 28 მარტი, 20:40 "სუფთა ნარჩენებში" იგულისხმება თქვენივე სამზარეულოში მოძიებული ის პროდუქტები, რომელთა გამოყენებასაც აღარ აპირებთ, მაგრამ სანაგვეშიც ვერ იმეტებთ გადასაყრელად.ზამთარი ტკბილ მურაბებთან ერთად გადავაგორეთ, რომლის მარცვლები უფრო მოგვწონს, ვიდრე წვენი.სწორედ ამიტომ პეროგის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენივე სამზარეულოში ქილაში დარჩენილი ნებისმიერი მურაბის წვენი. პეროგის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი დასახელების ინგრედიენტები: 1) მურაბის წვენი-20 სუფრის კოვზი: 2) წყალი --20 სუფრის კოვზი: 3) ზეთი -20 სუფრის კოვზი: 4) ვანილი -ერთი ცალი: 5) პურის ფქვილი -20 სუფრის კოვზი: 6) შაქარი -ერთი ჩაის ჭიქა: 7) სოდა- ერთი ჩაის კოვზი. მომზადების პროცედურა ასეთია: მურაბის წვენი ზემოთ მითითებული მოცულობით კარგად შევურიოთ ზეთში და დავუმატოთ 20 სუფრის კოვზი წყალი.შემდეგ მივცეთ ერთი ცალი ვანილი და ერთი ჩაის ჭიქა შაქარი.დავამატოთ უკვე კარგად შეზელილ მასას 20 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და იქვე მივცეთ ერთ ჩაის კოვზ ძმარში გახსნილი სოდა. ბისკვიტი გამზადებულია და თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიზუალურად ლამაზად გამოიყურებოდეს პეროგი, ამისათვის შეგვიძლია ნებისმიერი მურაბის მარცვლებით მოვრთოთ. აუცილებლია ცომისგან წინასწარ დამზადებული ხელით გაბრტყელებული პატარა ფიგურები გადავაწყოთ ზემოდან და შევდგათ ელექტრო ღუმელში. გამოსაცხობად საჭიროა ნახევარი საათი.როდესაც გამოვიღებთ ღუმელიდან, კარგი იქნება შაქრის პუდრას თუ მოვაყრით თავზე.დამერწმუნეთ ადვილია, იაფია და ძალიან გემრიელია. გაამოთ. 4909 30-ს მოსწონს |