x
image
ტორნადო07
სწრაფი ტესტი ზიგმუნდ ფროიდისაგან
image

წარმოგიდგენთ ზიგმუნდ ფროიდის მიერ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მოკლე ტესტს, რომელიც თქვენს შინაგან სამყაროზე გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგცემთ. აიღეთ ქაღალდის ფურცელი და კალამი.

მთავარია დაწეროთ პირველი რაც თავში მოგივათ და ნუ იჩქარებთ დანარჩენი კითხვების წაკითხვას, მიყევით თანმიმდევრობით:


1)შენ უყურებ ზღვას. (პირველი შთაბეჭდილება, შეგრძნება, შეგიძლია დახუჭო თვალები).



2)მიდიხარ ტყეში და იყურები ფეხებში. (რას გრძნობ? პასუხზე დახარჯეთ მაქსიმუმ 30-40 წამი).


3)ხედავ მფრინავ თოლიას. (რას განიცდი ამ დროს?)


4)ცხენების რემა. (დაწერე პირველი რაც მოგივა თავში, არ იფიქრო დიდი ხანი).


5)უდაბნოში არის კედელი პატარა ჭუჭრუტანით, რომლის იქეთ ოაზისია. (რას გააკეთებ?).


6)მიდიხარ უდაბნოში დაღლილი, ხედავ წყლით სავსე დოქს. (რას გააკეთებ? ბანალურია, მაგრამ მაინც დაწერე).


7)დაიკარგე ტყეში, საღამოა, დაინახე სახლი, რომლის ფანჯარაში შუქი ანთია. (რის გაკეთებას აპირებ? დაწერე).


8)ნისლში ხარ (აღწერე შენი მოქმედება, ეს ფინიშია).


შესანიშნავია !!! ეხლა ვნახოთ რას ფიქრობდა ყოველივე ამის შესახებ ფროიდი.


შედეგები:


1)შენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, ემოციები, შეგრძნებები.


2)როგორ გრძნობ თავს საკუთარ ოჯახში.


3)შენი დამოკიდებულება ქალების მიმართ.


4)შენი დამოკიდებულება მამაკაცების მიმართ.


5)შენი ძირითადი ცხოვრებისეული სტრატეგია, მიზანი. როგორ უმკლავდები ცხოვრებისეულ პრობლემებს.


6)შენი სექსუალური გამომგონებლობა. პარტნიორის შერჩევა.


7)შენი ქორწინებისადმი მზადყოფნა.


8)შენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.

4
827
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
827
  
2013, 11 აპრილი, 2:16
მეტ ნაკლებად სწორია
2013, 29 მარტი, 0:29
სასტიკად შეცდა:D::D
2013, 28 მარტი, 21:55
რაო შეცდა ზიგმუნდი?? :D
2013, 28 მარტი, 21:07
ამ ზიგმუნდას ტესტს რომ ვუყურო,ჩემნაირი მშვიდი ადამიანი არ არსებობს:D:D არ ცოდნია მთლად ყველაფერი
0 1 4