x
image
სოფი სოფია
ყველაზე გრძელი ღამე (ჩავი)
imageმატჩის წინ მე და დედა ყოველთვის ვსაუბრობთ, 2004 წლის 25 აპრილს მან დამირეკა როცა ჩვენი ავტობუსი "სანტიაგო ბერნაბეუს" უახლოვდებოდა "ჩავი ჩვენ მათ უნდა ვაჩვენოთ, ვგრძნობ რომ დღეს შენ გაიტან გადამწყვეტ გოლს, დაე ეს იყოს გოლი ბოლო წუთზე რომ მათ ვერ შეძლონ გათანაბრება". მითხრა დედამ. ის ნამდვილი კულეა.

ჩვენ მივედით მოედანზე და ვგრძნობდი რომ რაღაც საოცარი უნდა მომხდარიყო, თუმცა, მატჩის სიუჟეტი სოლარის მიერ გატანილი გოლით იწყებს განვითარებას. ცოტათი დავიბენით, მაგრამ მალე მეტოქის კართან მომენტების შექმნა დავიწყეთ. რიკაარდმა სავიოლას კლუივერტით შეცვლა გადაწყვიტა. პატრიკს შემოსვლიდან ერთი წუთი დასჭირდა ანგარიშის გასათანაბრებლად. მაშინ მივხდით რომ ეს უკვე ის მადრიდი აღარ იყო ზიდანის მეთაურობით, ზიზუ მოედანზე იყო მაგრამ ის საკუთარ თავს აღარ გავდა. ბექემი და ფიგუც გაუჩინარდნენ მოედანზე. ასევე პორტუგალიელი გაძევებული იქნა მოედნიდან მეორე ყვითელი ბარათის გამო. თამაშის დასრულებამდე ოცი წუთი რჩებოდა ბერნაბეუ ნელ-ნელა დუმდებოდა ჩვენ კი კასილასის კართან შტურმს ვაგრძელებდით. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე რონალდინიო ბურთს მაწვდის, მე კი კარიდან გამოსულ კასილიასს "პარაშუტივით" თავზე ვუგდებ. ბურთი ბადეში ეხვევა და ბრძოლა ბარსელონას გამარჯვებით სრულდება. ეს გოლი ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს კარიერაში, უფრო მნიშვნელოვანი კი ის გახლდათ, რომ ამ გოლმა "ბარსა"-"რეალის" ორთაბრძოლის დინამიკა შეცვალა. ჩვენ საბოლოოდ ვირწმუნეთ საკუთარი ძალების. ყოველივე ეს, ზიდანისა და მისი გუნდის ციკლის დასასრული იყო. ეს გოლი ჩემს თავმოყვარეობას მალამოსავით მოედო და პასუხი გასცა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც აღნაგობისა და ხშირი განივი პასების გამო მაკრიტიკებდნენ, რაც მათი აზრით "ბარსას" ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობაში მიშლიდა ხელს.

ამ გოლმა მსოფლიო შეცვალა თუმცა უნდა აღინიშნოს, რონალდინიოს უდიდესი დამსახურება. იმ მომენტში რონი კარიერის პიკზე იყო.

წარმოიდგინეთ რა ხდებოდა ჩვენს გასახდელში, ყველა ჭკუიდან შეიშალა, როგორც კი "ბერნაბეუდან" გამოვედი მესიჯი მომოვიდა იკერი იყო "ამ გოლს არასდროს გაპატიებ". იკერი შესანიშნავი ადამიანია ყოველთვის მზადაა ოხუნჯობაში აგყვეს, მაგრამ იმ მომენტში ნათლად ჩანდა, რომ შეტყობინება მრისხანებისა და აღფრთოვანების გრძნობით თანაბრად იყო გაჯერებული. გადავწყვიტე პასუხი არ გამეგზავნა რადგან არ მინდოდა ჭრილობაზე მარილის დაყრა. თუმცა, ასეთ მომენტებში ბევრი ისეთი რამ მახსენდება, რის გამოც კასილიასს ვერ ვიტან, ამ სიტყვის კარგი გაგებით - მას თავისი სუპერ-სეივებით ასჯერ და ათასჯერ გადაურჩენია "რეალი". მადრიდის რელში ასეთი გრძნობა ორი ადამიანის მიმართ მაქვს ეს არის კასილასი და რაული.


ერთმანეთს ხშირად ვეხუმრებით, მაგრამ ეს ხუმრობები სატურნირო მდგომარეობასა და გუნდის სამზარეულოს არ ეხება. მხოლოდ იმ თემებს ვიხილავთ, რომლებიც პირადად ჩვენ გვეხება. დაუწერელი კანონი არსებობს, რომელიც შემდეგი ტიპის მესიჯებს გვიკრძალავს: "უკვე შვიდი ქულით გისწრებთ" ან "ოქროს მედლები უკვე ჩვენია". კლუბის საქმეებს პატივი უნდა ვცეთ.

მახსოვს ერთი ეპიზოდი, როცა კასილასმა ბურთი კუთხურზე გადაგზავნა და თან წაიმღერა. კუთხურს არაფერი მოჰყოლია და საბოლოოდ მადრიდელებმა გაიმარჯვეს. მატჩის შემდეგ შეტყობინება გავუგზავნე: "გიტარა სად დაკარგე?". აი, ასეთი ხუმრობები გვაქვს, რომელიც ერთგავრ შეჯიბრს ჰგავს და ხშირად ვიხსენებთ ხოლმე.

image

ზემოხსენებულმა საღამომ არამარტო კასილიასი, არამედ ჩემი კიდევ ორი მეგობარი, ხუარესი და გერმანი დაამწუხრა, რომლებიც მატჩს "ბერნაბეუს" ტრიბუნებიდან ადევნებდნენ თვალს. მათ ორი ბილეთი ვუშოვე, რადგან "რეალის" თავგადაკლული ფანები იყვნენ. ერთად ვიმგზავრეთ და წარმოიდგინეთ უკანა გზაზე რა დღეში იქნებოდნენ - ბიჭები ვყვიროდით, ვმღეროდით, ვცეკვავდით, ისინი კი დამწუხრებული იჯდნენ. თუმცა, ბოლოს იძულებულნი გახდნენ "ბარსელონას" ჰიმნი ემღერათ, ეს ვიდეო ბლაუგრანას საიდუმლო მასალების არქივში ინახება.

1
28
3-ს მოსწონს
ავტორი:სოფი სოფია
სოფი სოფია
28
  
2013, 28 მარტი, 17:52
ვერ ვიტან ფეხბურთს.
0 1 1