სხვა ჰოლი ბერიმ ჰავაიზე დაისვენა 2013, 28 მარტი, 12:58 შარშანდელი სკანდალების შემდეგ, ჰოლი ბერიმ გადაწყვიტა ჰავაიზე დაესვენა. ჰავაიზე მას თან ახლდნენ 5 წლის ქალიშვილი ნალა და ახლანდელი "ბოიფრენდი" ოლივიე მარტინესი. შარშანდელი შემოდგომა დაამახსოვრდება ბერის სკანდალებით თავის ყოფილ ქმართან, გაბრიელ ობრისთან.ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს ქალიშვილის მეორვეობის უფლებას ედავებოდნენ.მათი კამათი ისეთი ცხარე იყო ხოლმე, რომ საქმე შეხლაშემოხლამდეც კი მიდიოდა. ამჟამად ჰოლი ბერი სიამოვნებით ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მას იმ სკანდალების შემდეგ, სხეულზე არავითარი კვალი აღარ აქვს. ჰოლი კარგად გრძნობს თავს ჰავაიზე და სიამოვნებით გვიყვება თავისი შვილის შესახებ.აღმოჩნდა, რომ პატარა ნალამ არ იცის რას საქმიანობს დედამისი, მას ჰგონია, რომ დედას სამუშაოა - ლამაზი კაბების ჩაცმა. 57 13-ს მოსწონს
|