x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მანანა ჯაფარიძე-ბიოგრაფია და ფოტოები პირადი "ფეისბუკის" გვერდიდან



დაიბადა 1978 წლის 28 დეკემბერს თბილისში, 5 წლიდან სწავლობდა მუსიკას, გამოდიოდა ბავშვთა ანსამბლებში "თოლია" და "ჩიორა", პარალელურად დაამთავრა თბილისის ხელოვნების სკოლა-გიმნაზია, სწავლობდა გერმანიის ჯაზისა და ხელოვნების აკადემიის თბილისის ფილიალში, 1996 წელს აიღო გრან-პრი ახალგაზრდა შემსრულებელთა ფესტივალზე "Crystal Fir" ბორჯომში.1998 წლიდან მანანა დედასთან ერთად აზერბაიჯანში გადასახლდა, პირველი მისი გამოსვლა აზერბაიჯანში კლუბ "Royal Garden"-ში მოხდა, 1999 წელს აიღო გრან-პრი კონკურსზე "აზიის ხმა", ამავე წელს გაიმარჯვა კონკურსში "Славянский базар" კიევში, 2000 წელს პრაღაში გამართულ კონკურსზე ლაურეატი ხდება "Universtalent-2000"-ზე, ამავე წელს იმარჯვებს შანხაიში გამართულ კონკურსზე "Golden Voice of Asia" და გამოდის სადებიუტო დისკი "Sənə verdim ürəyimi".ატარებს სოლო კონცერტს ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლეში, 2001 წელს მანანამ მოიგო კონკურსი მოსკოვში "Шире круг", დღესდღეობით მანანა ჯაფარიძეს 6 ალბომი აქვს გამოცემული, აქედან 1 ინგლისურ ენაზე, რამდენიმე საგასტროლო ტურნე ჰქონდა ევროპაში, აგრეთვე თურქეთში, საქართველოში და აზერბაიჯანში.2008 წლის 8 იანვარს გათხოვდა გიორგი გაბეჩავაზე, ამავე წელს შეეძინა გოგონა ელზა, 2009 წლის 18 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას მანანა ჯაფარიძისთვის აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტის მინიჭების თაობაზე, არის თბილისის საპატიო მოქალაქე, ფლობს ქართულ, აზერბაიჯანულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. დისკოგრაფია: 2000 — Sənə verdim ürəyimi
2001 — Dözməm bu ayrılığa
2003 — Sevirəm səni
2004 — Bizim sevgimiz (ელდარ მანსუროვის სიმღერები)
2004 — Orientasian (ინგლისურ ენაზე)
2005 — Səndən ayrı
2009 — Bəxt ulduzumimage image image imageimageimageimage imageimageimageimageimage



0
465
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0